A$AP Rocky ალბომის გამოსვლის თარიღზე კითხვას თავს არიდებს

რეპერს ამის შესახებ კითხვა პარიზის მოდის კვირეულზე დაუსვეს.
A$AP Rocky
Pascal Le Segretain/Getty Images for Miu Miu

A$AP Rocky-მ კიდევ ერთხელ ისაუბრა ხმაურიანად დაანონსებულ ალბომზე Don’t Be Dumb. ამჯერად, მას ინსტაგრამის ბლოგი The People Gallery დაუკავშირდა და პირდაპირ ჰკითხა, როდის გეგმავდა ალბომის გამოშვებას.  

„ასე ნუ მექცევით,“ – უპასუხა მან ხუმრობით. „ასეთი კითხვების გამო ყველა ჩემ წინააღმდეგ არის. ვერაფერს ვიტყვი… ახლა უნდა წავიდე.“  

2024 წლის ივნისში ჰარლემელმა რეპერმა გამოაცხადა, რომ ალბომი 30 აგვისტოს გამოვიდოდა და ტრეილერიც კი გაავრცელა, თუმცა, საბოლოოდ, გამოშვების თარიღი გადადო. ოფიციალური მიზეზი არ განუმარტავს, მაგრამ იმ პერიოდში ის სასამართლო პროცესისთვის ემზადებოდა – რეპერს ბრალი ყოფილი მეგობრის, Relli-სთვის ცეცხლსასროლი იარაღით სროლაში ედებოდა. 

სამკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ არტისტი საბოლოოდ გაამართლეს, თუმცა ალბომის გამოშვების თარიღი ისევ უცნობია. GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში A$AP Rocky-მ განაცხადა, რომ ალბომი  დასრულების ეტაპზეა. „ახლა მიქსინგისა და მასტერინგის პროცესში ვარ,“ – აღნიშნა მან. „მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, მგონია, ხალხს ალბომის შესახებ სიახლეების მოსმენა აღარ სურს.” რეპერის თქმით, მის ფანებს უბრალოდ მისი მოსმენა სურთ. „არავის აინტერესებს, რა ეტაპზეა ალბომი,” – აღნიშნა A$AP Rocky-მ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართული როკ ბენდების Will Kolak, Skazz, Vodka Vtraiom და Kairmorkhen – განსაკუთრებული საღამო ELEKTROWERK-ში

შემდეგი სტატია

ნიკ ქეივი გამოდის All Points East-ში, 2018 წლის 3 ივნისი, ლონდონი. გას სტიუარტი/Redferns

ნიკ ქეივმა Red Hot Chili Peppers-ზე წარსულში გაკეთებული კომენტარი განმარტა: „ბოროტი განზრახვა არ მქონია“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი