უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება და Doechii-ის პოპულარულ სიმღერას Anxiety პირის მოძრაობით აყოლებს ხმას, შემდეგ ქუდს იხდის. Doechii-იც იმავეს იმეორებს და ვინაობის გასამჟღავნებლად სავარძელს ატრიალებს.

გასულ კვირას უილ სმიტმა  ამერიკული სიტკომიდან Fresh Prince ცნობილი საცეკვაო ეპიზოდი გააზიარა, სადაც იგი ტატიანა ალის ეცეკვება. სწორედ აქედან გავრცელდა ვირუსულად TikTok-ის ცეკვის ტრენდი  Anxiety. 

„გიყურებდით და ყოველი მომდევნო ვიდეო წინაზე უკეთესია! ძალიან მომწონს ეს ტრეკი @Doechii. @Tatyana Ali, გახსოვთ ეს?“ –  დაწერა უილ სმიტმა ვიდეოს აღწერაში.

@willsmith Somebody’s watching me… ib: @Brooke Monk ♬ Anxiety – Doechii

Doechii-მ  ოფიციალურად 4 მარტს გამოუშვა Anxiety-ის სოლო ვერსია, რომელიც  Gotye-ს 2012 წლის გრემის გამარჯვებული ჰიტის Somebody That I Used to Know-ს სემპლს იყენებს. 

Doechii-მ თავდაპირველად ტრეკი YouTube-ზე 2019 წელს, Coven-ის მუსიკალური სესიის ფარგლებში გაავრცელა. მოგვიანებით, 2023 წელს, ამერიკელმა რეპერმა Sleepy Hallow-მა სიმღერა გამოიყენა საკუთარი ტრეკისთვის  ANXIETY, ალბომიდა  Boy Meets World. სოციალური მედიის გავლენით, Sleepy Hallow-ის ვერსიამ Billboard Hot 100-ზე 45-ე ადგილი დაიკავა, ხოლო R&B/Hip-Hop Songs ჩარტში მე-11, Rap Songs-ში კი მე-8 პოზიციაზე იმყოფებოდა. პარალელურად  Doechii-მ სოლო ვერსია გამოსცა, რომელმაც Bubbling Under Hot 100-ის ჩარტში მესამე პოზიცია დაიკავა.

Doechii-სა და უილ სმიტს კიდევ ერთი რამ აქვთ საერთო  – ორივემ რეპის ისტორიაში გარკვეული კვალი დატოვეს. უილ სმიტი, DJ Jazzy Jeff & the Fresh Prince-ის წევრი იყო. 1989 წელს მან საუკეთესო რეპ შესრულებისთვის Parents Just Don’t Understand პირველი გრემი მოიგო. 2025 წელს კი Doechii გახდა მესამე ქალი, რომელმაც საუკეთესო რეპ ალბომისთვის Alligator Bites Never Heal  გრემი მიიღო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

შემდეგი სტატია

Oasis-ის 2025 წლის საკონცერტო ტურის დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი Peaky Blinders-ის შემქმნელი სტივენ ნაითი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი