ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე
მაშო სიდამონიძე – მოცეკვავე

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის  Ciera-ს მუსიკალურ ვიდეოში იცეკვოს.

„ვმონაწილეობ ცეკვის კონკურსში, სადაც შანსი მაქვს, რომ მოვხვდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსის, Ciera-ს ვიდეოში, როგორც მოცეკვავე. მგონია რომ ეს ძალიან მაგარი რამ არის ჩემი პროფესიული წინსვლისთვის და მგონია, რომ საქართველოსთვისაც რაღაცას ვაკეთებ, იმიტომ, რომ ქვეყნიდან  ერთადერთი მონაწილე ვარ ამ კონკურსის. ამიტომ, მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, რისთვისაც მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო – გადახვიდეთ ბმულზე და მომცეთ ხმა”. – ამბობს მაშო ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მოცეკვავე უკვე ნახევარფინალშია, სადაც ხმები განულდა. გამარჯვების შემთხვევაში ის ცოცხალ კასტინგზე მოხვდება და საბოლოოდ მიეცემა შანსი, Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობა მიიღოს. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ. საერთაშორისო კონკურსში ხმის მიცემა 27 მარტს დასრულდება, ამიტომ, გადადით ბმულზე და მხარი დაუჭირეთ ქართველ მოცეკვავეს!

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევის სკოტი ახალ კომპილაციურ ალბომს – JACKBOYS 2-ს აანონსებს

შემდეგი სტატია

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი

სელენა გომესმა ახალი ალბომის კიდევ ერთი ვერსია წარადგინა და ბონუსად 8 წლის წინანდელი სიმღერა – Stained გამოუშვა

„ფაქტობრივად, თითოეულ სიმღერაზე პატარა ისტორიას ვყვები, რათა ავხსნა, თუ რას ვგრძნობ და როგორ ვხედავ მათ,” – აღნიშნა მომღერალმა.
მეტი

ბიონსეს მამა შვილიშვილების მისამართით კანიე უესტის მიერ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება

„ადამიანებს თავიანთი სისულელე ძვირად უჯდებათ, განსაკუთრებით - მუსიკალურ ინდუსტრიაში.”
მეტი