მაქსიმე მაჩაიძემ, სასცენო სახელით Max.95, ახალი ალბომი – Sevda Universal წარადგინა. ალბომი ინტერნეტში 25 მარტს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ Sevda Universal ქართულენოვანია და 16 ტრეკს აერთიანებს. ალბომის ფროდაქშენზე თავად მაქსიმე მაჩაიძემ იმუშავა.
სრული ალბომის გამოქვეყნებამდე სამი კვირით ადრე, პირველ მარტს არტისტმა მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია ტრეკზე სახელწოდებით Tetnuldi. კომპოზიცია Sevda Universal-ის ინტროა და ახალი ალბომის გამოცემა სწორედ ამ კლიპით დაანონსდა. Tetnuldi-ს ვიდეოს რეჟისორები თავად მაქსიმე მაჩაიძე და გიორგი ზათიაშვილი არიან.
ალბომი ამჟამად ხელმისაწვდომია YouTube-ზე, მარტის ბოლომდე კი სტრიმინგ სერვის Spotify-ზეც განთავსდება.
მოუსმინეთ Max. 95-ის ახალ ალბომს – Sevda Universal: