Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
Playboi Carti
Matthew Salacuse

Playboi Carti-ს ტრიუმფალური კვირა გრძელდება. ის პირველი რეპერი (ჯამში მესამე არტისტი) გახდა, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა. ჩარტში შესული თითქმის ყველა სიმღერა 27 წლის რეპერის ახალი ალბომიდანაა – I Am Music, რომელიც, თავის მხრივ, Billboard 200-ის ლიდერია. 

29 მარტით დათარიღებულ ჩარტში ერთდროულად Playboi Carti-ს 31 სიმღერაა შესული. მათგან 30 სწორედ ახალი ალბომიდანაა. ამ შედეგით რეპერი შეუერთდა ტეილორ სვიფტსა და მორგან უოლენს და გახდა მესამე არტისტი, რომელსაც ჩარტში ერთდროულად მინიმუმ 30 სიმღერა აქვს. ამ მხრივ საერთო რეკორდი უოლენს ეკუთვნის  2023 წლის 18 მარტით დათარიღებულ ჩარტში შესული ერთდროულად 36 ჰიტით. სვიფტმა კი 30 სიმღერის ნიშნულს ორჯერ გადააბიჯა: 2024 წლის 4 მაისს 32 სიმღერით, მომდევნო კვირას კი – 31 სიმღერით.

რეპერთა შორის კი, ჩარტში ერთდროულად შესული ყველაზე მეტი ჰიტით, Playboi Carti-მ მოხსნა დრეიკის რეკორდი, რომელიც 2018 წლის 14 ივლისს Hot 100-ში 27 სიმღერით შევიდა.  

ბოლოდროინდელი წარმატებების წყალობით, Playboi Carti-მ 75-დან პირველ ადგილზე გადაინაცვლა Billboard Artist 100-შიც. აღნიშნულ ჩარტში რეპერის უმაღლესი შედეგი ამ დრომდე მეორე ადგილი იყო, რომელსაც 2021 წლის იანვარში, Whole Lotta Red album-ის გამოსვლის შემდეგ მიაღწია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

შემდეგი სტატია

ნახეთ სამი ქართული მუსიკალური პროექტი, რომლებიც IMPALA-ს 2025 წლის 100 არტისტს შორის მოხვდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი