TikTok-ის ვარსკვლავმა ნია აივიმ არიანა გრანდე ნიკი მინაჟის იმიტაციით აღაფრთოვანა

ვიდეო, რომელშიც ნია აივი ნიკი მინაჟს ჰბაძავს, R.E.M. Beauty-ს ღონისძიებაზეა გადაღებული.
ნიკი მინაჟი და არიანა გრანდე 2018 წლის MTV Video Music Awards-ის ცერემონიაზე.
John Shearer/Getty Images for MTV

არიანა გრანდემ R.E.M. Beauty-ს ღონისძიება გამართა, სადაც ბრენდის ახალი თვალის თხევადი ჩრდილების ხაზი წარადგინა. ღონისძიებას სოციალური ქსელის ცნობილ პერსონებთან ერთად, ესწრებოდა TikTok-ის ვარსკვლავი ნია აივიც. ინფლუენსერმა, რომელსაც TikTok-ზე 1.2 მილიონი გამომწერი ჰყავს, პოპულარობა სახალისო პაროდიებითა და იმიტაციებით მოიპოვა. R.E.M. Beauty-ს საღამოზე მან გრანდესთან ერთად გადაიღო ვიდეო, რომელშიც ნიკი მინაჟს ჰბაძავს. ნია კამერაში იყურება და ზუსტად მინაჟის ხმით ლაპარაკობს. „ჰეი, ხალხო. აქ ვართ R.E.M. Beauty-ზე. არიანა, შენ აქ რას აკეთებ?“ – ამბობს ის. არიანა გრანდემ საპასუხოდ ნია აივის პაროდიის ნიჭით აღფრთოვანება გამოხატა. 

გრანდესა და მინაჟს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ. მათ პირველად ერთად 2014 წელს იმუშავეს სიმღერაზე, სახელწოდებით Bang Bang, რომელიც ჯესი ჯეისთან ერთად ჩაწერეს. შემდეგ იყო Get On Your Knees, რომელიც შესულია მინაჟის ალბომში – The Pinkprint. 2016-ში გამოუშვეს Side to Side, ხოლო 2018 წელს – Bed და The Light Is Coming. 

ბოლო თვეები არიანა გრანდესთვის საკმაოდ აქტიური პერიოდია – მარტის ბოლოს მან გამოუშვა ალბომის, Eternal Sunshine-ის Brighter Days Ahead დელუქს ვერსია, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა. განახლებულ ვერსიაში, თავდაპირველ 13 სიმღერასთან ერთად დამატებულია ექვსი ახალი ტრეკი: Twilight Zone, Warm, Dandelion, Past Life, Hampstead და Intro (End of the World)-ის გახანგრძლივებული ვერსია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

ნახეთ Tron: Ares-ის პირველი ტრეილერი, რომელშიც ჯარედ ლეტოს პერსონაჟი ცოცხლდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი