Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდი ბიონსეს Cowboy Carter-ის ტურნეს დაწყებას მიეძღვნა

Billboard Pop Shop Podcast არის ერთიანი სივრცე ყველა მუსიკალური სიახლისთვის. აქ მსმენელს ხვდება საინტერესო დისკუსიები პოპ-მუსიკის ყველაზე აქტუალური ამბების, ჩარტების სტატისტიკის, ახალი მუსიკისა და ვარსკვლავების ინტერვიუების შესახებ.
ბიონსე COWBOY CARTER-ის ტურის გამხსნელ შოუზე. 2025 წლის 28 აპრილი. კალიფორნია.
Julian Dakdouk

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში წამყვანებმა ბიონსეს Cowboy Carter-ის საკონცერტო ტურნეს დაწყება გააშუქეს. ალბომი Cowboy Carter 2024 წელს გამოვიდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. აქტიურად ისმოდა კითხვა: იყო კი ბიონსე „საკმარისად ქანთრი“ მუსიკოსი, რომ ამ ჟანრის ალბომი გამოეშვა? ალბომის გამოსვლიდან ერთ წელზე მეტი გავიდა და მას უკვე გრემიც აქვს მინიჭებული. როგორც პოდკასტის წამყვანები აღნიშნავენ, მსმენელის გაკვირვებაზე პასუხი ნათელია — რა თქმა უნდა, ბიონსე არის საკმარისად ქანთრი მუსიკოსი და ამას Cowboy Carter-ის ტურნეც ამტკიცებს.

Pop Shop Podcast-ის წამყვანები ესწრებოდნენ ტურის გამხსნელ კონცერტს. 32-დღიანმა ტურნემ სტარტი კალიფორნიაში, SoFi Stadium-ზე გამართული შოუთი აიღო. Billboard Pop Shop Podcast-ის ბოლო ეპიზოდში წამყვანები საუბრობენ ბიონსეს გზავნილზე, რომელსაც ის მსმენელს  ახალი ტურნეს საშუალებით გადასცემს. მათი თქმით, სუპერვარსკვლავი უარს ამბობს ჩარჩოებში მოქცევაზე — თითქმის სამსაათიანი შოუს განმავლობაში მან დაამტკიცა, რომ ქანთრის შესრულებაც ისევე კარგად გამოსდის, როგორც საცეკვაო თანამედროვე მუსიკის. ბიონსეს შეუძლია იყოს შვილის გვერდით მდგომი დედა და ამავდროულად, წარმატების მწვერვალზე მყოფი პოპვარსკვლავი; შეუძლია იამაყოს ამერიკელობით და მაინც კითხვები დასვას ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.

მოუსმინეთ Cowboy Carter-ის ტურნეს პირველი კონცერტის განხილვას Billboard-ის პოდკასტში.

Billboard Pop Shop Podcast არის ერთიანი სივრცე ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება. აქ მსმენელს ხვდება საინტერესო დისკუსიები პოპ-მუსიკის ყველაზე აქტუალური ამბების, ჩარტების სტატისტიკის, ახალი მუსიკისა და ვარსკვლავების ინტერვიუების შესახებ. პოდკასტის წამყვანები არიან Billboard-ის აღმასრულებელი ციფრული დირექტორი კეტი ეტკინსონი და Billboard-ის ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების მმართველი დირექტორი კეით კოულფილდი.

პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ Billboard.com-ზე, Apple Podcasts-ში ან თქვენს საყვარელ პოდკასტ პლატფორმაზე. გადაცემის წინა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ Billboard.com-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალი „თბილისი რიტმი” 4 მაისს იწყება

შემდეგი სტატია

ბლუ აივი კარტერმა Cowboy Carter-ის ტურნეს გამხსნელ კონცერტზე იცეკვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი