ფესტივალი „თბილისი რიტმი” 4 მაისს იწყება

ფესტივალი „თბილისი რიტმი“ რობერტო ფონესკას კონცერტით La Gran Diversion მარჯანიშვილის თეატრში გაიხსნება.
Tbilisi Rhythm Festival Roberto Fonseca’s La Gran Diversión

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,თბილისი რიტმი’’ ტრადიციულად მსოფლიო დონის მუსიკოსებს მასპინძლობს. 

„თბილისი რიტმი“ 2025 წლის სეზონს 4 მაისს გახსნის, რომლის ფარგლებშიც მარჯანიშვილის თეატრი საერთაშორისო საპრემიერო პროექტს, რობერტო ფონესკას La Gran Diversion-ს უმასპინძლებს.  პიანისტი და კომპოზიტორი რობერტო ფონესკა  მრავალი საერთაშორისო ნომინაციისა და ჯილდოს მფლობელია. მისი მუსიკა ევროპული, აფრიკული და კარიბიული კულტურული ტრადიციების უნიკალური ნაზავია. აღსანიშნავია, რომ პროექტი La Gran Diversión კუბელი პიანისტისა და კომპოზიტორის კიდევ ერთი ბრწყინვალე ნაბიჯია თანამედროვე ლათინურ ჯაზში.

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია კულტურული ინოვაციების ტენდენციების წარმოდგენა მუსიკალური და საშემსრულებლო ხელოვნების ნიმუშების სახით და ამ გზით საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის. 

,,საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტის“  მრავალწლიანმა ნაყოფიერმა საქმიანობამ  შედეგი გამოიღო. ფესტივალის მთავარი მიზანი უცვლელია:  მსოფლიო მნიშვნელობის არტისტთა საგასტროლო ტურნეების მასპინძელ მეგაპოლისთა შორის საქართველოს დედაქალაქს, თბილისს ღირსეული ადგილი უკავია.” – ანი ლაღიძე, “თბილისი რიტმის” დამფუძნებელი.

ფესტივალის  ფარგლებში, 15 ივნისს გრიბოედოვის თეატრში ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა-ბალერინა ნატალია ოსიპოვა წარდგება. მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი  თბილისს ახალი საცეკვაო პროგრამით Force of Nature ესტუმრება. პრიმა-ბალერინა სოლო პარტიებსა და დუეტებს კლასიკური და თანამედროვე ბალეტის მოცეკვავეებთან ერთად შეასრულებს.

9 სექტემბერს „თბილისი რიტმი” გრიბოედოვის თეატრში ცნობილი ფრანგი აკორდეონისტის, რიშარ გალიანოს წარმოდგენით დასრულდება. თანამედროვე მუსიკაში ახალი სტილის, NEW MUSETTE-ის შემქმნელი არტისტი საღამოს ვირტუოზ მუსიკოსებთან ერთად დახურავს. პირველად საქართველოში, რიშარ გალიანო ფრანგ ვირტუოზ გიტარისტს, ადრიენ მოინარს (Adrien Moignard) წარადგენს. აღსანიშნავია, რომ მოინარმა ადრეულ ასაკშივე გაითქვა სახელი ბოშური ჯაზის სამყაროში. 

ფესტივალი „თბილისი რიტმი“ არამარტო გამორჩეული მუსიკალური ღონისძიება, არამედ კულტურული ინოვაციების პლატფორმაცაა, რომლის მიზანია ქართული და უცხოური სახელოვნებო პოტენციალის ინტეგრაცია და საერთაშორისო კულტურული დიალოგის გაღრმავება. ეს არის სივრცე, სადაც  ტრადიციული და თანამედროვე ფორმები ახალ შესაძლებლობებსა და შთაგონებას წარმოშობს.

ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ARGY

ელექტრონული მუსიკის სცენის ვარსკვლავი  ARGY თბილისში პირველად  დაუკრავს

შემდეგი სტატია

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდი ბიონსეს Cowboy Carter-ის ტურნეს დაწყებას მიეძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი