ბლუ აივი კარტერმა Cowboy Carter-ის ტურნეს გამხსნელ კონცერტზე იცეკვა

ბიონსეს 13 წლის გრემის მფლობელმა ქალიშვილმა დედის კლასიკური ქორეოგრაფია შეასრულა.

კარტერების ოჯახში ახალი ვარსკვლავი იბადება და მისი სახელია ბლუ აივი კარტერი!

28 აპრილს ბიონსემ Cowboy Carter-ის მხარდასაჭერი ტურნე გახსნა. ტურნეს პირველ კონცერტზე კი მომღერლის უფროსმა ქალიშვილმა რამდენჯერმე „მოიპარა შოუ”.

America Has a Problem-ზე ცეკვისა და უმცროს დასთან, რუმისთან ერთად Protector-ის დროს კამეოს შემდეგ, ბლუ სცენაზე ბიონსეს 2006 წლის ჰიტის, Déjà Vu-ს დროს დაბრუნდა. ახალგაზრდა არტისტმა სცენა მოდელის მანერით გამოიარა და დედის მოცეკვავეებს სათავეში ჩაუდგა. 

ბლუმ უნაკლოდ შეასრულა მთელი ქორეოგრაფია და დაამტკიცა ჟოზეფინ ბეიკერის მდგრადი გავლენა – არტისტის, რომლის საკულტო Danse Sauvage-იც ორიგინალი Déjà Vu-ს ქორეოგრაფიის შთაგონება გახდა. ელემენტები, რომლებიც ბლუმ სცენაზე შეასრულა, ბიონსეს არაერთ გამოსვლაში შეგვხვედრია, დაწყებული თავად სიმღერის ვიდეოკლიპით, დასრულებული 2018 წლის Coachella-ს გამოსვლით.

ამ ორი წლის განმავლობაში, რაც Renaissance-ის ტურნეში მისი ქორეოგრაფიული დებიუტი შედგა, ბლუ აივი პატარა ბავშვიდან თავდაჯერებულ შემსრულებლად იქცა. დეკემბერში ის ასევე შეუერთდა დედას NFL-ის საშობაო შოუზე, რომელსაც Beyonce Bowl-საც უწოდებენ.

ბოლო რამდენიმე წელიწადში, შეიძლება ითქვას, რომ ბლუმ ნამდვილად გაამართლა კარტერების ოჯახის სახელი. მის მიმართ აღფრთოვანების გამოხატვისგან თავი ვერც მისმა დეიდამ შეიკავა და ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის America Has a Problem-ზე ცეკვავს.

ცეკვის გარდა, ბლუს სამსახიობო კარიერაც აქვს. გასულ წელს მან კიარას როლი (სიმბას და ნალას ქალიშვილი) შეასრულა ფილმში „მუფასა: მეფე ლომი”, სადაც ნალას თავად ბიონსე ახმოვანებს. ფილმის გამოსვლამდე ოთხი წლით ადრე კი ბლუმ Voice Arts Award მოიგო საბავშვო აუდიოწიგნის (Hair Love) საუკეთესო გახმოვანებისთვის.

რაც შეეხება ბიონსეს ტურნეს, ის ამერიკისა და ევროპის ცხრა ქალაქსა და 32 კონცერტს მოიცავს. Cowboy Carter ის ისტორიული ალბომია, რომელმაც მომღერალს საბოლოოდ წლის ალბომის კატეგორიაში ნანატრი გრემი მოუტანა და პირველი შავკანიანი ქალი გახადა, რომელმაც ქანთრი ალბომების ლიდერის პოზიციის დაკავება შეძლო.

ნახეთ „ბილბორდის” მიერ გადაღებული ბლუ აივის ცეკვის ვიდეო და ასევე ბიონსეს 2006 წლის შესრულებისა და მისი ქალიშვილის ქორეოგრაფიის შედარება:

@billboard Blue Ivy breaks it down to “Deja Vu” on Beyoncé’s #CowboyCarter tour 👏 #beyonce #livemusic #blueivy #cowboycartertour #beyoncecowboycarter #hiphop #rnb #beyonceconcert ♬ original sound – billboard
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდი ბიონსეს Cowboy Carter-ის ტურნეს დაწყებას მიეძღვნა

შემდეგი სტატია

თბილისის ჯაზ ფესტივალი 28-ე სეზონს ხსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი