Met Gala-ს მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ რიანა A$AP Rocky-სგან მესამე შვილს ელოდება

რიანას პარტნიორი, A$AP Rocky, წელს Met Gala-ს მოწვეული თანაორგანიზატორი იყო.
რიანა The Carlyle Hotel-თან, Met Gala-ს დაწყებამდე. 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი.
Steve Eichner

რიანამ 2025 წლის Met Gala-ს მსვლელობისას გაამხილა, რომ A$AP Rocky-სგან მესამე შვილს ელოდება. ის მანამდე დააფიქსირეს, სანამ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ცისფერ ხალიჩაზე გამოჩნდებოდა.  ფოტოგრაფმა მაილს დიგსმა სიახლე თავის ინსტაგრამზე გაავრცელა წარწერით: „Chance of Showers“. ფოტოებზე რიანა ქოლგით ხელში ნიუ იორკის ქუჩებში გადაადგილდება, ხოლო ცისფერი სამოსიდან კარგად ჩანს ორსულის მუცელი.

რიანასა და როკის უკვე ორი ვაჟი ჰყავთ – RZA, რომელიც მაისში სამი წლის ხდება და ერთი წლის Riot Rose. რიანას პარტნიორი, A$AP Rocky, წელს Met Gala-ს მოწვეული თანაორგანიზატორი იყო. მასთან ერთად თანაორგანიზატორის სტატუსით წარმოდგენილი იყვნენ ფარელ უილიამსი, კოლმან დომინგო და ლუის ჰემილტონი, ხოლო საპატიო თავმჯდომარის როლი ლებრონ ჯეიმსს ერგო.  Met Gala-ს გახსნამდე ჯეიმსმა X-ზე განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს მიღებული მუხლის ტრავმის გამო ღონისძიებას ვერ ესწრებოდა. 

წელს Met Gala-ს თემა იყო Superfine: Tailoring Black Style. იდეა შთაგონებულია მონიკა ელ მილერის 2009 წლის წიგნით Slaves to Fashion: Black Dandyism and the Styling of Black Diasporic Identity. „მგონი, Met Gala-ს ეს თემა ყველა აქამდე არსებულს შორის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია,“ – თქვა რიანამ  უახლოეს წარსულში Access Hollywood-თან საუბრისას. „Met Ball-ზე არაერთი დაუვიწყარი თემა ყოფილა, მაგრამ ამ კონკრეტულმა ჩემში კიდევ უფრო დიდი პატივისცემა გამოიწვია. ეს კულტურის ზეიმია. ეს არის მომენტი, როცა ყველაფერს, რაც აქამდე ჩრდილში იყო, ნათელი ეფინება და სრულ აღიარებას იღებს.“

რიანა The Carlyle Hotel-თან, Met Gala-ს დაწყებამდე. 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი.
Steve Eichner

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„სოციალური სივრცე” All Day I Dream-ის მუსიკალურ ღონისძიებას მასპინძლობს

შემდეგი სტატია

დაიანა როსი 2025 წლის Met Gala-ს დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი