Linkin Park-ის ჰიტი Heavy Is the Crown ჰოკეის ეროვნული ლიგის პრომო ვიდეოში ჟღერს

Stanley Cup-ისთვის შექმნილი ვიდეო, სადაც ბენდის სიმღერაა გამოყენებული, პირველად 4 ივნისს Panthers-ისა და Oilers-ის თამაშის დროს გავიდა.
Linkin Park - ფოტო: ჯიმი ფონტაინი
Linkin Park – ფოტო: ჯიმი ფონტაინი

ჰოკეის ყოველწლიური ჩემპიონატი Stanley Cup, რომელსაც ჰოკეის ეროვნული ლიგა (NHL) ატარებს, 4 ივნისს გაიხსნა. თამაში პირდაპირი ეთერით TNT-ზე გადაიცემოდა, სადაც გახსნის ცერემონიაზე პრომო ვიდეოში Linkin Park-ის სიმღერა Heavy Is the Crown გაჟღერდა. სიმღერას ბენდის ახალი სოლისტი ემილი არმსტრონგი ასრულებს.

Heavy Is the Crown ბენდის მერვე სტუდიურ ალბომ From Zero-შია შესული. გარდა ამისა, იგი გახდა Riot Games-ის 2024 წლის League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი. სიმღერა რვა კვირის განმავლობაში Billboard-ის Rock & Alternative Airplay ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა, ხოლო თებერვალში Mainstream Rock Airplay ჩარტშიც ლიდერობდა. ეს Linkin Park-ისთვის ამ ჩარტში უკვე მეთორმეტე სიმღერაა.

Linkin Park-ისთვის NHL-ის პრომო ვიდეო ერთგვარი სპორტული თემატიკის გაგრძელებაა, ბენდმა შაბათს მიუნხენში გამართულ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ოთხ სიმღერიანი პერფორმანსი შეასრულა. ისინი Munich Football Arena-ს სცენაზე –  პარიზ სენ-ჟერმენსა და ინტერს შორის მატჩის დაწყებამდე გამოვიდნენ. ბენდი მომავალი მსოფლიო ტურნესთვის ემზადება, რომელიც 12 ივნისს ავსტრიის Nova Rock Festival-ზე დაიწყება.

ნახეთ  NHL-ის პრომო ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Comeback – გიორგი ცაგარელი სოლო პროექტით ბრუნდება

შემდეგი სტატია

ნახეთ 2025 წელს გამოსული და დაგეგმილი ალბომების კალენდარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი