Ice Spice ანიმაციურ ფილმ SpongeBob-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ახალ სიმღერასაც წარადგენს

ფილმის გამოსვლა დეკემბერში იგეგმება
Ice Spice ფოტო: თეო ვარგო/Getty Images
Ice Spice ფოტო: თეო ვარგო/Getty Images


გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, Paramount Animation-მა და Nickelodeon Animation-მა 9 ივნისს მომავალი ანიმაციური ფილმის The SpongeBob Movie: Search for Squarepants  მსახიობთა გუნდის ახალი შემადგენლობა დააანონსა. პროექტს რეპერი Ice Spice-იც შეუერთდება. არტისტის გარდა ფილმში მონაწილეობას მიიღებენ: რეჯინა ჰოლი, შერი კოლა, არტურო კასტროდა ჯორჯ ლოპესი.

გრემიზე ოთხჯერ ნომინირებული რეპერი ფილმისთვის ახალ, ორიგინალურ სიმღერასაც ჩაწერს, პრემიერა კი დეკემბერში იგეგმება.

Ice Spice ამ სიახლეს ინსტაგრამ სთორიში გამოეხმაურა. 2022 წელს რეპერმა სინგლი სახელწოდებით Bikini Bottom გამოუშვა, რომელიც მის სადებიუტო EP-ში, Like…?-ში შევიდა. ალბომმა  Billboard 200-ის ჩარტში მე-15 ადგილი დაიკავა.

Ice Spice ბოლოს  KATSEYE-ის სიმღერის, Gnarly-ს რემიქს ვერსიაში გამოჩნდა,   რაც 2025 წელს მისი პირველი რელიზია. არტისტი ასევე  ითამაშებს სპაიკ ლის მომავალ ფილმში Highest 2 Lowest, სადაც მონაწილეობას დენზელ ვაშინგტონი და A$AP Rocky იღებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

All My Life – ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერა

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი, SZA და კრის ბრაუნი 2025 წლის BET Awards-ის რეკორდსმენები გახდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი