Mood Swing Calendar – ორი არტისტის ახალი პროექტი

მოუსმინეთ დავით დელგმასა და შოთა კოვალენკოს პირველ ერთობლივ სიმღერას Flower.

Mood Swing Calendar დავით დელგმასა და შოთა კოვალენკოს ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მათი პირველი სიმღერა Flower გამოვიდა. ორი განსხვავებული არტისტის კოლაბორაცია თანამედროვე პოპისა და ინდი ჟღერადობის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი Heima-ს ლეიბლის ქვეშ გამოდის.

მებო ნუცუბიძე – Heima Production-ის თანადამფუძნებელი:

„Mood Swing Calendar განსხვავებული გამოცდილებების სინთეზით სრულიად ახალი ქართული მუსიკის შექმნას ცდილობს. მასში გაერთიანებული არიან, ერთი მხრივ, შოთა კოვალენკო, რომელიც ელექტრონული მუსიკის მსმენელისთვის ცნობილია Nava-ს სახელით, ხოლო, მეორე მხრივ, ავტორ-შემსრულებელი დავით დელგმა – ორი სრულიად განსხვავებული ჟანრისა და ჟღერადობის მუსიკოსი. ამ გაერთიანების შედეგი კი მოულოდნელად საინტერესო გამოვიდა, შესაბამისად, მისი გამოცემა გადავწყვიტეთ. ელექტრონული ბიტები, დრამისა და პოპის ელემენტები და ამას დამატებული დელგმას ხმა და ტექსტები – ეს ყველაფერი ქმნის Mood Swing Calendar-ს.”

Heima Production 5 წელია, ბაზარზე არსებობს. მათ ანგარიშზეა სერიალების, სარეკლამო რგოლების, ანიმაციებისა და სხვა არაერთი ცნობილი პროდუქტის აუდიო და მუსიკალური გაფორმება. ახლა კი კომპანიას ხმის ჩამწერი ლეიბლიც დაემატა, რომლის პრეზენტაციაც სექტემბერში შედგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერაზე ცეკვავს

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა წარადგინა დაანონსებული ალბომის კიდევ ერთი ვინილის ვერსია, რომლის შეძენა მხოლოდ 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი