ბრიტნი სპირსი ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერაზე ცეკვავს

წყვილი ერთმანეთს 1999-2002 წლებში ხვდებოდა.
ბრიტნი სპირსი
MATT WINKELMEYER/GETTY IMAGES

როგორც ჩანს, ბრიტნი სპირსსაც კი უყვარს ჯასტინ ტიმბერლეიკის მოსმენა. ვიდეოში, რომელიც პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე გააზიარა, მწვანე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სპირსი გემზე ცეკვავს. ფონად კი ტიმბერლეიკისა და Timbaland-ის Carry Out ისმის.

შემდეგ სპირსი გემის კაპიტანს მიმართავს და ამბობს: „მე და ეს კაცი ვართ აქ, წყალში, შეხედეთ.”

სპირსის ვიდეოში გაჟღერებული ტიმბერლეიკის 2009 წლის ჰიტი, რომელიც Billboard Hot 100-ის მე-11 ადგილზე გავიდა, დიდი ყურადღების საგანი გახდა, განსაკუთრებით მათი ისტორიის გათვალისწინებით. წყვილი ერთმანეთს 1999-2002 წლებში ხვდებოდა. 2023 წელს კი სპირსმა თავის მემუარებში მათი ურთიერთობიდან რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი გაამჟღავნა, მათ შორის იყო ღალატი ტიმბერლეიკის მხრიდან. 

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, სპირსი წარსულშიც მხარს უჭერდა ყოფილი ბოიფრენდის შემოქმედებას. 2024 წელს მან განაცხადა, რომ შეყვარებული იყო ტიმბერლეიკის ახალ სიმღერაზე Selfish. ამ წლის მარტში კი გააზიარა ვიდეო, სადაც ბუხართან ჯასტინის Señorita-ზე ცეკვავს.

ცოტა ხნის წინ ტიმბერლეიკმა გაამხილა, რომ Forget Tomorrow World Tour-ის დროს მას ლაიმის დიაგნოზი დაუსვეს.

„თუ ეს დაავადება გამოგიცდიათ ან იცნობთ ვინმეს ამ დიაგნოზით, მაშინ გეცოდინებათ, რომ მასთან ერთად ცხოვრება განუწყვეტელი გამოფიტვაა როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. როცა დიაგნოზი პირველად გავიგე, შოკში ჩავვარდი. მაგრამ მინიმუმ იმის მიზეზი გავარკვიე, თუ რატომ მქონდა ძლიერი ტკივილი სცენაზე ან რატომ ვგრძნობდი გიჟურ დაღლილობასა და სისუსტეს.”

რაც შეეხება სპირსს, ის ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად უზიარებს გამომწერებს თავისი ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდებს, მათ შორის ვაჟთან, ჯეიდენთან გატარებულ დროს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თეთრი სახლი ჯეკ უაითს „ხელმოცარულ უიღბლოს” უწოდებს

შემდეგი სტატია

Mood Swing Calendar – ორი არტისტის ახალი პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი