ტეილორ სვიფტმა წარადგინა დაანონსებული ალბომის კიდევ ერთი ვინილის ვერსია, რომლის შეძენა მხოლოდ 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

ტეილორ სვიფტი
MERT ALAS & MARCUS PIGGOT

21 აგვისტოს ტეილორ სვიფტის ვებ-გვერდზე დროის ათვლა დაიწყო, რაც დაანონსებული ალბომის – The Life of a Showgirl-ის მეორე ვინილის ვერსიას უკავშირდება. The Life of a Showgirl სვიფტის მეთორმეტე სტუდიური ალბომია, რომელიც 3 ოქტომბერს გამოვა. ალბომის ალტერნატიული ვინილის ვერსია, სახელწოდებით Baby, That’s Show Business  ორ ფერშია წარმოდგენილი – „lovely bouquet orange“ (ნარინჯისფერი) და „lakeside beach blue“ (ლურჯი). შეფუთვაში შედის ექსკლუზიური ფოტოები და თავად ტეილორ სვიფტის პოეზია.

ფანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახალი ვერსიის შეძენა მხოლოდ ორი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. სვიფტის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ის ხელმისაწვდომია მხოლოდ მომდევნო 48 საათით, მარაგის ამოწურვამდე.

დროის ათვლის აღმნიშვნელი სიმბოლოები The Life of a Showgirl-ის პრომო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა. პირველად წამზომი სვიფტის ვებ-გვრდზე, ნარინჯისფერ ფონზე გამოჩნდა მანამდე, სანამ New Heights-ის პოდკასტის თიზერში მომღერალი ალბომის გამოსვლას დააანონსებდა. New Heights-ის ამავე ეპიზოდში, რომელიც სრულად 13 აგვისტოს გამოვიდა, არტისტმა The Life of a Showgirl-ის შესახებ მეტი დეტალი გაამხილა, მათ შორის მთავარი ყდის დიზაინი და სიმღერების სია. ალბომის შექმნისას სვიფტმა პროდიუსინგზე მაქს მარტისთან და Shellback-თან ითანამშრომლა. ჩანაწერში ასვე შესულია დუეტი საბრინა კარპენტერთან. 

„[ალბომი] ბევრად უფრო ენერგიულია და ბევრად მეტი სახალისო პოპ-ემოცია მოაქვს. ჩემი მთავარი მიზანი იყო, შემექმნა ისეთი მელოდიები, რომლებიც იმდენად გადამდებია, რომ ცოტათი გაღიზიანდები კიდეც,” – აღნიშნა სვიფტმა პოდკასტში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Mood Swing Calendar – ორი არტისტის ახალი პროექტი

შემდეგი სტატია

კანიე უესტმა კრიპტოვალუტა, სახელწოდებით Yeezy Money გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი