კანიე უესტმა კრიპტოვალუტა, სახელწოდებით Yeezy Money გამოუშვა

Yeezy Money-მ გაშვების შემდეგ სწრაფად მოიმატა და 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 1.5 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
კანიე უესტი
Theo Wargo/Getty Images for adidas

20 აგვისტოს კანიე უესტმა Solana-ს ბლოკჩეინზე ე.წ. მიმკოინი გამოუშვა. „Yeezy Money აქ არის. ახალი ეკონომიკა, შექმნილი ბლოკჩეინზე,”– დაწერა Ye-მ სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც მას 33 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

შემდეგ პოსტში კანიემ ვიდეოც გააზიარა, რომელშიც ამბობს, რომ „Yeezy Token ოფიციალურად გამოვიდა.“

Yeezy Money-ს ვებ-გვერდი უკვე ფუნქციონირებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, იყიდონ, გაყიდონ და გადარიცხონ YZY Money (YZE). საიტზე განთავსებული წარწერა კი იუწყება: „YZY MONEY არის კონცეფცია, თავისუფალი ცენტრალიზებული სისტემებისგან, რომელიც გაძლევთ კონტროლს. YZY არის ვალუტა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ტრანზაქციას YZY Money-ში.“

ვებ-გვერდზე ასევე არის Ye Pay გადახდის სისტემა და YZY ბარათი. როგორც CoinGecko-ს მონაცემებზე დაყრდნობით Forbes იუწყება, YZY Money-ს ღირებულებამ გაშვების შემდეგ სწრაფად მოიმატა და 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 1.5 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

Ye დიდი ხანია, ინტერესს იჩენს გლობალური ეკონომიკის კონტექსტში კრიპტოვალუტისა და ბიტკოინის მიმართ. 2020 წელს, ჯო როგანთან ინტერვიუში მან ისაუბრა იმ ადამიანებზე, ვინც კრიპტოსფეროში ნოვატორები იყვნენ.

„ამ ხალხს მართლაც აქვს ხედვა იმისა, თუ როგორი იქნება ამერიკისა და კაცობრიობის ნამდვილი გათავისუფლება,“ – თქვა მაშინ Ye-მ. „ტექნოლოგიური სფეროს ბევრმა წარმომადგენელმა, განსაკუთრებით კი [ბიტკოინის] მიმდევრებმა, შეძლეს ახალი გზების, ახალი ინფორმაციული არხების გამოყენება და ჩვენი არსებობის შემდეგი საფეხურის შექმნა მაშინ, როცა პოლიტიკური სისტემის ძალაუფლება ჯერ კიდევ მიბმულია საარჩევნო კოლეგიაზე, რომელიც მონობაზე იყო დაფუძნებული.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა წარადგინა დაანონსებული ალბომის კიდევ ერთი ვინილის ვერსია, რომლის შეძენა მხოლოდ 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემდეგი სტატია

პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი Billboard-ისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი