მურმან წულაძის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Gelodebi

16 სექტემბერს მუსიკოსმა მურმან წულაძემ ახალი მუსიკალური კლიპი Gelodebi წარადგინა, რომელიც მის 2025 წლის ალბომ $haba$h-შია შესული.

კლიპის რეჟისორი Los Tusladers გახლავთ, თავად ვიდეო  ლაშა წულაძის და თათია წულაძის მიერ არის გადაღებული. არანჟირება თავად ავტორს, მურმან წულაძეს ეკუთვნის, მიქსინგზე კევინ ჰოზემ, მასტერინგზე კი ბენჟამენ ჟუბერმა იმუშავა.

მურმან წულაძე – მუსიკოსი:

„ვიდეოკლიპი Gelodebi, როგორც წინა კლიპები,  სახლშია გადაღებული. მასზე ჩემს დასთან, თათიასთან და ძმასთან, ლაშასთან ერთად ვიმუშავე. კადრები რუსთავის ნახევრად ინდუსტრიულ უდაბნოში, მცხუნვარე მზის ქვეშ გადავიღეთ, პროცესი საკმაოდ სახალისო იყო და რაც მთავარია, გველებს გადავურჩით. კლიპი ორ კონცერტს შუა, გზაში დავამონტაჟე. თემად კვლავ $haba$h რჩება, ოღონდ ცოტა რეტრო-ფუტურისტული შტრიხით.  ამ სიმღერის შესახებ  შეიძლება ის დავამატო, რომ ცეკვა ლოდინის დროს ყოველთვის კარგია ჯანმრთელობისთვის”.

კლიპი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუსიკოსის შემოქმედებით მიმართულებას, რომელიც ინდუსტრიულ ესთეტიკას და სატირას აერთიანებს. 

ნახეთ მურმან წულაძის ახალი ვიდეოკლიპი კომპოზიციისთვის Gelodebi.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Torcho ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აანონსებს

შემდეგი სტატია

Kordz-მა  გამოუშვა პირველი კასეტა, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებს მოიცავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი