Kordz-მა  გამოუშვა პირველი კასეტა, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებს მოიცავს

კასეტაში მოთავსებულია ე.წ. Download კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კოლექციის ყველა ტრეკის ჩამოტვირთვა Bandcamp აპლიკაციაში.
Best Of Kordz / The Hits & The B-Sides
ზუკა გეწაძე

ქართველმა ექსპერიმენტულმა არტისტმა Kordz-მა პირველი კასეტა – Best Of Kordz / The Hits & The B-Sides გამოუშვა, რომელშიც კარგად ცნობილი კომპოზიციები და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ნამუშევრებია გაერთიანებული.

A მხარეზე მსმენელი ძირითადად ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილ ნაწარმოებებს შეხვდება. მათ შორის არის: SDEQ, San Marino, Day2Remember და სხვა. B მხარეზე კი წარმოდგენილია არტისტის სრულიად ახალი, გამოუქვეყნებელი ალბომი, რომელსაც მსმენელი სხვაგან ვერსად მოისმენს.

კასეტაში მოთავსებულია ე.წ. Download კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კოლექციის ყველა ტრეკის ჩამოტვირთვა Bandcamp აპლიკაციაში. ყდის დიზაინი ACADNUSX-ს ეკუთვნის. კასეტა დუბლირებულია Record.ge-ის მიერ. Best Of Kordz / The Hits & The B-Sides ლეიბლ Stockton Records-ზე გამოიცა.

კასეტა უკვე ხელმისაწვდომია Veli.Store-ზე. Best Of Kordz / The Hits & The B-Sides-ის შეძენა მსმენელებს არტისტის კონცერტებზეც შეეძლებათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მურმან წულაძის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Gelodebi

შემდეგი სტატია

Cardi B - CBS Mornings-ის ეთერში Courtesy Photos

Cardi B-იმ გაამჟღავნა, რომ მეოთხე ბავშვს ელოდება: „ახლა შეგიძლიათ, ჩემი ალბომი იყიდოთ, რათა მე ბავშვის საფენები შევიძინო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი