Lostprophets-ის სოლისტის, იან უოტკინსის მკვლელობისთვის ბრიტანეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა

მუსიკოსი, რომელიც სასჯელს პედოფილიისთვის იხდიდა, 11 ოქტომბერს ინგლისის ციხეში სასიკვდილოდ დაჭრეს.
იან უოტკინსი 2012 წელს ლონდონში
CHIAKI NOZU/WIREIMAGE

ბრიტანეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც Lostprophets-ის სოლისტის, იან უოტკინსის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი.  

48 წლის მუსიკოსი 11 ოქტომბერს საპატიმროში ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. თავად უოტკინსი ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის 29-წლიან სასჯელს იხდიდა.

პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 25 და 43 წლის თანამესაკნე მამაკაცები დააკავა. მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არ სახელდება დაკავებულთა ვინაობა. 

უოტკინსი სასჯელს 2013 წლიდან იხდიდა, მას შემდეგ, რაც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდისთვის 29-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი 13 ბრალდებაში, მათ შორისაა ბავშვის გაუპატიურების მცდელობა. მოსამართლემ მაშინ განაცხადა, რომ „ამ საქმემ სიბილწის ახალ სიღრმეებს მიაღწია.”

მუსიკოსის მკვლელობა მალევე მოჰყვა საპატიმროების მთავარი ინსპექტორის ანგარიშს, რომელშიც საუბარი იყო ძალადობის შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე HMP Wakefield-ში – ციხეში, სადაც უოტკინსი იხდიდა სასჯელს. ანგარიშის თანახმად, ბევრი პატიმარი – განსაკუთრებით სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ასაკიანი მამაკაცები – თავს დაუცველად გრძნობდა ახალგაზრდა პატიმრების მზარდი რაოდენობის ფონზე. 

ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა მუსიკოსი გისოსებს მიღმა მიზანში ამოიღეს. 2023 წლის აგვისტოს მას თავს დაესხა სამი ახალგაზრდა პატიმარი, რომლებმაც დაზიანებები ყელის არეში მიაყენეს. 

Lostprophets 1997 წელს ჩამოყალიბდა, ცნობადობა კი ადრეულ 2000-იანებში მოიპოვა დიდი ბრიტანეთის ჩარტების რამდენიმე ჰიტით. მათი 2006 წლის ალბომი Liberation Transmission დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტის ლიდერი გახდა, 2004 წლის სინგლი Last Train Home კი „ბილბორდის” ალტერნატიული სიმღერების ჩარტის პირველ ადგილზე გავიდა. ჯგუფი 2013 წელს, უოტკინსის დაპატიმრების შემდეგ დაიშალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფანების კვირის რჩეული სიმღერა ჯისუს და ზეინის Eyes Closed გახდა

შემდეგი სტატია

ცნობილი იტალიელი ჯაზ-მუსიკოსის – ფრანჩესკა ტანდოის ტრიო Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი