RADIOHEAD-ის დაბრუნება: იხილეთ სიმღერები, რომლებიც ბენდმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართულ შოუზე შეასრულა

RADIOHEAD-ის 20-დღიანი ტურის პირველი კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენდი სცენაზე სრული შემადგენლობით გამოვიდა.
Radiohead-ის ტომ იორკი და ჯონი გრინვუდი. 2018 წლის 10 ივლისი. ნიუ იორკი.
TAYLOR HILL/GETTY IMAGES

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ Radiohead სცენას დაუბრუნდა. ბენდმა კონცერტი 4 ნოემბერს მადრიდის Movistar Arena-ზე გამართა. მუსიკალურმა პროგრამამ საკულტო ჯგუფის კარიერა მოიცვა და არაერთი ჰიტი გააერთიანა.

მოლოდინი დიდი იყო – 20-დღიანი ტურის პირველი კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. ოქსფორდში ჩამოყალიბებული ბენდი ტურნეს ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქალაქებს ეწვევა, მათ შორის ოთხი ღამის განმავლობაში შოუს ლონდონის O2 Arena-ზე გამართავს. კონცერტები ასევე ჩატარდება მადრიდში, ბოლონიაში, კოპენჰაგენში და ბერლინში ნოემბერ-დეკემბერში.

2018 წლის ზაფხულის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენდი სცენაზე სრული შემადგენლობით გამოვიდა. ტურნეს დაანონსების შემდეგ დრამერმა ფილიპ სელვეიმ პრესრელიზში განმარტა, რას ნიშნავდა ჯგუფის წევრებისთვის კვლავ გაერთიანება:

„გასულ წელს, უბრალოდ ვიკრიბებოდით რეპეტიციებისთვის, სულ ეს იყო. შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა სიმღერების დაკვრა და მუსიკალურ იდენტობასთან დაბრუნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უკვე  შიგნიდან აქვს გამჯდარი,” – თქვა მან. 

Radiohead-მა ბოლო მსოფლიო ტურნე 2016 წლის ალბომის – A Moon Shaped Pool-ის მხარდასაჭერად მოაწყო. ალბომი ბრიტანეთის ოფიციალურ ჩარტებში პირველ ადგილზე იყო, ხოლო Billboard 200-ში – მე-3 ადგილზე. ჯგუფი 2017 წელს Coachella-ს ჰედლაინერიც იყო.

ამ წლების განმავლობაში ყოველი წევრი აქტიურად აგრძელებდა მუშაობას და ჩანაწერების გაკეთებას, განსაკუთრებით ტომ იორკი და გიტარისტი ჯონი გრინვუდი, რომლებმაც დრამერ თომ სკინერთან ერთად შექმნეს ჯგუფი – The Smile და გამოუშვეს სამი სტუდიური ალბომი. ბოლო წელს Radiohead-ის აქტივობა გაიზარდა 2003 წლის Hail to the Thief-ის განახლებული ვერსიით, რომელიც მანჩესტერის „ჰამლეტის” წარმოებაში იყო გამოყენებული.

ბოლო ინტერვიუში ფრონტმენმა ტომ იორკმა გაიხსენა A Moon Shaped Pool-ის მხარდასაჭერი ტურნეს გამოცდილება: „გადაღლილობა ძალიან იგრძნობოდა, ამიტომ გავჩერდით. კონცერტები მშვენიერი იყო, მაგრამ გვქონდა განცდა, რომ უნდა შევჩერებულიყავით,” – აღნიშნა ტომ იორკმა.

მან ასევე ისაუბრა პირად ტრაგედიაზე, – მისი პირველი ცოლის, რეიჩელ ოუენის გარდაცვალებაზე 2016 წლის ბოლოს. შემთხვევამდე ერთი წლით ადრე იორკი და ოუენი ერთმანეთს დაშორდნენ. ტომ იორკმა გაამხილა, რომ შემოქმედებითი პაუზა აუცილებელი იყო, რათა გლოვისთვის დრო და პირადი სივრცე ჰქონოდა. 

Radiohead აღდგენილი ძალებით მადრიდის სცენაზე ენერგიულად წარდგა. ბენდმა 25 სიმღერა შეასრულა, რომლებიც მოიცავდა მათ ცხრა სტუდიურ ალბომს. კონცერტი გაიხსნა სიმღერით Let Down 1997 წლის OK Computer-იდან, რომელიც ბოლო თვეებში სტრიმინგის სენსაციად იქცა და აგვისტოში Billboard Hot 100-ის 91-ე ადგილიც დაიკავა, რაც ჯგუფის პირველი ხილვადობა იყო ჩარტში 2008 წლის Nude-ის შემდეგ.

მუსიკალური პროგრამა, შესაძლოა, შოუების მიხედვით შეიცვალოს. მადრიდის კონცერტზე შესრულებულ სიმღერებს შორის იყო რამდენიმე დიდი ჰიტი, მაგალითად Karma Police. თუმცა ბენდმა გამოტოვა რამდენიმე ყველაზე ცნობადი სიმღერა, მათ შორის Creep 1994 წლის Pablo Honey-დან.

იხილეთ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართული შოუს გაბმავლობაში შესრულებული სიმღერების სრული ჩამონათვალი: 

Let Down

2 + 2 = 5

Sit Down. Stand Up

Bloom

Lucky

Ful Stop

The Gloaming

Myxomatosis

No Surprises

Videotape

Weird Fishes/Arpeggi

Everything in Its Right Place

15 Step

კონცერტზე ბენდმა ასევე შეასრულა: The National Anthem, Daydreaming,A Wolf at The Door, Bodysnatchers, Idioteque, Fake Plastic Trees, Subterranean Homesick Alien, Paranoid Android, How to Disappear Completely, You and Whose Army?, There There და Karma Police. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თეთრმა სახლმა ახალ ვიდეოში ტეილორ სვიფტის სიმღერა გამოიყენა, პრეზიდენტისა და მომღერლის კონფლიქტური ურთიერთობის მიუხედავად

შემდეგი სტატია

ნახეთ ნიკ კეივის The Death of Bunny Munro-ს ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეტ სმითი ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

ეს არ არის მის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მსგავსი კომენტარები პროდიუსერმა 2022 წელსაც გააკეთა.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი