რას გვეუბნება წლევანდელი გრემის ნომინაციები ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის საქმიანობაზე

ამ კვირის რუბრიკა „ხუთი ცხელი შეკითხვა” მიმოიხილავს გრემის ნომინაციებს და იმას, თუ როგორ ასახავენ ისინი დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიას.
DAVID BECKER/GETTY IMAGES

გრემის 68-ე დაჯილდოების ნომინაციები უკვე გამოცხადდა. პირველ თებერვლამდე კი სამი თვე გვაქვს იმისთვის, რომ განვიხილოთ, თუ ვინ მოიგებს, ვინ დარჩება ჯილდოს გარეშე და ვინ საერთოდ ვერ მოხვდა სიაში.

გასაკვირი არ არის, რომ ნომინაციებში ყველაზე ხშირი სახელი კენდრიკ ლამარია, რომელმაც 2025 წელს უკვე მოიპოვა გრემი სიმღერისთვის Not Like Us. 2026 წელს ის ცხრა ნომინაციაშია წარდგენილი წარმატებული ახალი ალბომისთვის GNX და სინგლებისთვის Luther და TV Off. ნომინაციების რაოდენობით ლამარს მოსდევს ლედი გაგა შვიდი, Bad Bunny და საბრინა კარპენტერი კი 6-6 ნომინაციით.

როგორ მოახდინა ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ წლევანდელი მოვლენების ასახვა ნომინირებულ არტისტთა სიაში? რა მიმართულებით არის საჭირო მეტი მუშაობა? „ბილბორდის” რედაქცია ამ და სხვა კითხვებზე მსჯელობს.

1. როგორ შეაფასებთ 2026 წლის გრემის ნომინაციებს 1-დან 10-მდე შკალით? მოხვდნენ თუ არა მასში გასული წლის მართლაც საუკეთესო და ყველაზე კაშკაშა კანდიდატები?

კეიტი ატკინსონი: 8 ქულით. გულახდილად რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ ამჯერად ბევრად ნაკლებია საკამათო, ვიდრე წინა წლებში. საუბრები, რომლებიც ნომინაციების გამოცხადების შემდეგ მქონდა, უფრო მეტად დეტალებში შესვლა იყო, ვიდრე სხვა რამ. მაგალითად, რატომ წარადგინეს Golden წლის სიმღერაზე და არა წლის ჩანაწერზე? რატომ დასახელდა The Subway წლის ჩანაწერზე, მაგრამ არა წლის სიმღერაზე? (სიმართლე კი ის არის, რომ ორივე იმსახურებს აღიარებას, სადაც არ უნდა წარადგინონ). აღსანიშნია ისიც, რომ დიდ ოთხეულში არ ვხვდებით ისეთ გასაკვირ ნომინანტებს, როგორც ეს წინა წლებში იყო. საერთო ჯამში, ეს სასიამოვნო სიახლეა. 

ერიკ რენე ბრაუნი: 8 ქულით. ვისურვებდი თუ არა, რომ ემჯეი ლენდერმენს, გასული წლის ყველაზე დიდ ინდი-როკსენსაციას, ერთი ან რამდენიმე ნომინაცია მაინც მიეღო 2024 წლის სექტემბრის ალბომისთვის Manning Fireworks? – რა თქმა უნდა, კი. მაგრამ, ზოგადად და რეალისტურად, 2026 წლის დაჯილდოებისთვის გრემიმ საკმაოდ დასაფასებელი ნომინანტების სია წარადგინა. მთავარ კატეგორიებში დასახელებული არიან ცნობილი მეინსტრიმ არტისტები, ჟანრობრივი კატეგორიები კი მოიცავს მრავალფეროვნებას შესაბამისი ჟანრის ფარგლებში. ასევე სასიამოვნოა, რომ მიმდევრობით მესამე წელია, რაც წლის ალბომის კატეგორიაში გრემის ალბომის დელუქს ვერსია არ წარუდგენია, რაც არაერთხელ მომხდარა 2020-2022 წლებში. 

კაილ დენისი:  მყარი 8 ქულა. ყველა ვარსკვლავი, რომელიც წარმატებული იყო გასულ წელს, საბოლოო ნომინაციების სიაში ვიხილეთ. თუმცა რევინ ლინისა და მისი Love Me Not-ის სიის მიღმა დატოვება სრულიად უპატიებელია. ასევე სირცხვილია, რომ სიაში არ მოხვდა BigXThaPlug.

პოლ გრეინი: მე 8.5 ქულით შევაფასებ. ნომინაციები ზუსტად განაწილდა, გარდა ერთი ძირითადი ჟანრისა, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ენდრიუ ანტერბერგერი: 8 ქულა სწორად ჟღერს. ეს პირველი წელია ჩემს მეხსიერებაში, როცა არცერთ ნომინანტს დიდი ოთხეულის კატეგორიებიდან არ გამოუწვევია შოკი ან ქილიკი ჩემს სოციალურ მედიასა თუ პირად მიმოწერაში. იმ კანდიდატების დასახელებასაც კი, რომელთაც ძლიერ ვეწინააღმდეგები, ჩემში დიდი გაკვირვება არ გამოუწვევიათ. რეალურად, ყველაზე დიდი რამ, რაზეც შეიძლება, წლევანდელ ნომინანტებთან დაკავშირებით დაიჩივლო, არის ის, რომ ისინი ზედმეტად პროგნოზირებადი იყვნენ.

2. რომელი არტისტის ან ნამუშევრის გამოტოვება იყო დიდი ოთხეულის კატეგორიებში ყველაზე გასაკვირი?  

კეიტი ატკინსონი: გასაკვირი, მაგრამ არა მიუღებელი: ნამდვილად ველოდი, რომ წლის სიმღერის ან ჩანაწერის ნომინაციაში ალექს უორენის Ordinary იქნებოდა წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ უორენი წარდგენილია საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში, მისმა 10-კვირიანმა ლიდერობმ Hot 100-ში ის დიდი ოთხეულისა და სხვა კატეგორიების მიღმა დატოვა. ასევე დარწმუნებული ვიყავი, რომ საუკეთესო ახალ არტისტთა შორის ლევინ ლინიც მოხვდებოდა. ძალიან სწორ დროს გამოცემული სინგლით Love Me Not, ისე ჩანდა, თითქოს ის მარტივად მოხვდებოდა ამ ნომინაციაში.

ერიკ რენე ბრაუნი: გრემიმ სრულიად უგულებელყო ლორდის ალბომი, რომელიც წლის ერთ-ერთი საუკეთესო პოპჩანაწერი და მისთვის საუკეთესო ჩანაწერი იყო მთელი დეკადის განმავლობაში (ლორდის ფანებთან ბოდიში, მაგრამ Virgin სჯობს Melodrama-ს). თუმცა ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო ელტონ ჯონისა და ბრენდი კარლილის Who Believes In Angels?-ის სიის მიღმა დატოვება, რომელიც გრემის აშკარა კანდიდატი იყო.

კაილ დენისი: ეს იყო რევინ ლინისა და BigXThaPlug-ის არდასახელება ახალი არტისტის ნომინაციაში, ასევე Love Me Not-ის გამოტოვება წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში. გაკვირვებული დავრჩი აგრეთვე (თუმცა არა იმედგაცრუებული) ალექს უორნერის Ordinary-ს სიის მიღმა დარჩენით.

პოლ გრეინი: ალექს უორენის Ordinary არის ძლიერი ბალადა, რომელიც წლების წინ უდავოდ იქნებოდა წლის ჩანაწერის ან წლის სიმღერის ნომინანტი. ის 10 კვირის განმავლობაში ლიდერობდა Hot 100-ში, უორენმა VMA-ზე საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაც კი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ MTV-ისეული არჩევანი Sombr უფრო ჩანდა. მეორე გაოცება კი გამოიწვია იმან, რომ HUNTR/X-ის Golden დასახელდა წლის სიმღერის და არა წლის ჩანაწერის ნომინაციაში. ვფიქრობდი, რომ პირიქით იქნებოდა. 

ენდრიუ ანტერბერგერი:  The Weeknd-ის გრემის ისტორიის კონტექსტის გათვლისწინებით  – როცა მან ურთიერთობა გაწყვიტა ხმისჩაწერ აკადმიასთან, რადგან 2021 წლის ვერცერთ ნომინაციაში ვერ მოხვდა, შემდეგ კი შერიგების ნიშნად გასულ წელს გრემის სცენაზე დაბრუნდა – ნამდვილად გასაკვირი იყო, რომ დიდი ოთხეულის ან სხვა კატეგორიებში მისი  Hurry Up Tomorrow ან Timeless ვერ ვიხილეთ. 

3. დიდი ოთხეულის გარდა, რომელი ჟანრობრივი კატეგორიაა თქვენთვის ყველაზე საინტერესო? 

კეიტი ატკინსონი: ჩემთვის ეს არის საუკეთესო აუდიოწიგნი, თხრობა და თხრობის ჩანაწერი –  ნომინანტების მრავალფეროვნების გამო. მასზე წარდგენილია გრემის ხუთგზის წამყვანი ტრევორ ნოა, ასევე 1960-იანი წლების პატარა ვარკსვლავი კეთი გარვერი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი, დალაი ლამა და ფაბ მორვანი. 

ერიკ რენე ბრაუნი: ქანთრის, ამერიკული და ფოლკის კატეგორიები. ამ ჟანრების წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ მთავარ კატეგორიებში, თუმცა წარდგენილი ნომინანტები წარმოაჩენენ, რომ ეს შეცდომა იყო. ახალი თაობის შემსრულებლებიდან დაწყებული, როგორებიც არიან Jelly Roll და ერიკ ჩერჩი, ისეთი ლეგენდებით დასრულებული, როგორებიც არიან უილი ნელსონი და მეივის სტეპელსი, ამ მუსიკას ძალიან ძლიერი წელიწადი ჰქონდა, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა უფრო დიდ აღიარებას. თუმცა მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენა მაინც საინტერესო იქნება, რადგან ჟანრობრივი კატეგორიები საკმაოდ კონკურენტულია. 

კაილ დენისი: მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო საცეკვაო პოპჩანაწერი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული კატეგორიაა 2026 წლის ცერემონიაზე. ნებისმიერის გამარჯვება გამიხარდება, მაგრამ მაინც ზარა ლარსონს და Pinkpantheress-ს ვგულშემატკივრობ. 

პოლ გრეინი: საუკეთესო მუსიკალური ფილმის ნომინაცია მოიცავს ყველას, მათ შორისაა ახალი ტალღის ისეთი დიდი წარმომადგენელი, როგორიცაა Devo და ასევე ჟანრობრივად მრავალფეროვანი ბრიტანელი მუსიკოსი RAYE.  ამ კატეგორიაში წარდგენილი ორი ფილმი –  Music by John Williams და ფარელ უილიამსის Piece by Piece – შარშან ოსკარის ნომინანტები იყვნენ. მეხუთე ნომინანტი კი Relentless არის – დაიან უორენის შესახებ შექმნილი ფილმი, რომელმაც 16 ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. 

ენდრიუ ანტერბერგერი: წლევანდელი როკნომინაციები:  Amyl and the Sniffers საუკეთესო როკშესრულებისთვის; Tyler, the Creator საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, მისი საცეკვაო ალბომით; Turnstile კი როკის, ალტერნატივის და მეტალის კატეგორიებში. ბევრი სიურპრიზია და, ცხადია, ბევრი კითხვაც, თუმცა ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე ჩვეული როკაქტების მარში აღნიშნულ კატეგორიებში.

4. ხმის ჩამწერმა აკადემიამ დიდი ძალისხმევა გასწია მრავალფეროვნების მისაღწევად. ფიქრობთ, რომ გრემის ნომინაციები მაინც მიუთიტებს იმაზე, რომ მას კვლავ აკლია შესაბამისი წარმომადგენლობა რომელიმე კონკრეტული ჟანრის, დემოგრაფიის ან არეალის კუთხით? თუ კი, სად?

კეიტი ატკინსონი: ამ ძალისხმევას ყველაზე მეტად წლის ალბომის კატეგორია ასახავს სამი ნომინანტი რეპალბომით, ასევე ესპანურენოვანი და R&B ალბომებით, რომლებიც კატეგორიის ნახევარზე მეტს შეადგენენ. რეალური ტესტი იქნება ის, თუ ვინ გაიმარჯვებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხუთივე კანდიდატისთვის ეს პირველი გამარჯვება იქნება ამ ნომინაციაში.

ერიკ რენე ბრაუნი: თუნდაც რამდენიმე წლის წინ, წლის ალბომის ნომინანტების ამგვარი განაწილება წარმოუდგენელი იქნებოდა: კანდიდატთა უმრავლესობა ფერადკანიანია და დასახელებულია სამი რეპალბომი. მთავარი კატეგორიები ახლა აკიდევ უფრო კარგად წარმოაჩენენ მეინსტრიმ მუსიკას, ვიდრე ოდესმე, თუმცა ნომინანტების შეზღუდული რაოდენობა ყოველთვის გააჩენს იმის განცდას, რომ ვიღაც სიის მიღმა დარჩა. მაგალითად, მთავარ კატეგორიებში ქანთრი მუსიკის ნაკლებობა გულდასაწყვეტია, ასევე იგრძნობა საცეკვაო/ელექტრონული მუსიკის ნაკლებობაც. 

კაილ დენისი: აკადემიას კიდევ აქვს სამუშაო კარიბიული წარმომადგენლობის გასაძლიერებლად. მაშინ, როცა წლის განმავლობაში გამოვიდა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Moliy, Silent Addy & Disco Nei-ის Shake It to the Max და Full Blown & Yung Bredda-ს The Greatest Bend Over, კარიბიული მუსიკის სრულიად უგულებელყოფა (საუკეთესო რეგეის ალბომის მიღმა) გაუმართლებელია. 

პოლ გრეინი: ქანთრის წარმომადგენლობა წლიდან წლამდე სულ უფრო მცირდება. აკადემიამ პრიორიტეტად უნდა აქციოს მისი ქვეყნის წარმომადგენლობის გაძლიერება. მას აქვს გამჭირვალობა, გამოაქვეყნოს სტატისტიკა ხმის მიმცემ წევრებზე. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პრობლემაზე მიუთითებს: საარჩევნო წევრების მხოლოდ 7%-ს შეადგენს ქვეყნის წარმომადგენლობა. იმ დღეს, როცა ნომინაციები გამოცხადდა, „ბილბორდზე” გამოქვეყნდა მელინდა ნიუმენის აუცილებლად წასაკითხი სტატია – “ქანთრი კვლავ რჩება გრემის ცუდ ურთიერთობად”. იმედი მაქვს, აკადემია მას წაიკითხავს და გულთან ახლოს მიიტანს. 

ენდრიუ ანტერბერგერი: ქანთრი. ეს კი აჩვენებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამხელა წინსვლა განიცადა ქანთრიმ სტრიმინგ პლატფორმებსა და ზოგჯერ რადიოშიც კი, ის მაინც ხშირად არის უგულებელყოფილი არაერთ პოპსივრცეში. 

5. ღრმად რომ აღარ ჩავიდეთ კატეგორიების სპეციფიკაში, თქვენი აზრით, რომელი არტისტი იქნება გრემის დიდი გამარჯვებული?

კეიტი ატკინსონი: ცხადი პასუხია კენდრიკ ლამარი, რომელსაც ცხრა ნომინაცია აქვს და ამ წელს უკვე ხუთი მათგანი მოიგო. თუმცა მეორე ძლიერი კანდიდატი შეიძლება ლეონ თომასი იყოს. მოიუხედავად იმისა, რომ მას ვერ ვხედავ წლის ალბომის გამარჯვებულად, ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, დანარჩენი ხუთი კატეგორია მოიგოს და სწორედ ის ვიხილოთ შემდეგი ფოტოს გმირად გრემის ჯილდოების გროვით ხელში, ნორა ჯონსის, ლორენ ჰილისა და ადელის მსგავსად. 

ერიკ რენე ბრაუნი: სეისმური 2025 წლის შემდეგ, მით უმეტეს, რომ თებერვალში მას უკვე დაგეგმილი აქვს Super Bowl-ის შოუ, მგონია, რომ ეს  Bad Bunny-ს წელია, განსაკუთრებით, წლის ალბომის კატეგორიაში, სადაც Debí Tirar Más Fotos უდავოდ ყველაზე ძლიერი ნომინანტია. ამავდროულად, არ გამიკვირდება, რომ კენდრიკ ლამარი ვიხილოთ ჯილდოებით დატვირთული. Not Like Us-ის წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის წინა გამარჯვებები ამტკიცებს, რომ მას შეუძლია ტრიუმფის მოხდენა მთავარ კატეგორიებში, მისი კულტურული და კომერციული გავლენა კი ახლა ისეთი დიდია, როგორც არასდროს, Super Bowl-ზე გამოსვლისა და Hot 100-ის 13-კვირიანი ლიდერი Luther-ის გამო. თანაც, მას არასდროს მოუგია წლის ალბომის ნომინაცია, რაც ორი დეკადის განმავლობაში არცერთ ჰიპ-ჰოპ არტისტს არ მოუხერხებია. 

კაილ დენისი: ეს მწარე ბრძოლაა კენდრიკ ლამარსა და Bad Bunny-ს შორის და მოცემულ მომენტში, მგონია, რომ უპირატესობა ბენიტოს აქვს.  

პოლ გრეინი: ჩემი პროგნოზია, რომ კენდრიკ ლამარი შვიდ გრემის მოიგებს, რაც ერთით ნაკლები იქნება მაიკლ ჯექსონისა და სანტანას მიერ ერთ ღამეში მოპოვებული ჯილდოების რაოდენობაზე. საერთო ჯამში კი ლამარს გრემის 29 ჯილდო დაუგროვდება – ყველაზე მეტი რეპის ისტორიაში. ამჟამად რეკორდი 25 გრემით ჯეი-ზის ეკუთვნის. ლეონ თომასი, სავარაუდოდ, ხუთ გრემის დაიმსახურებს. სწორედ ის ჩანს საუკეთესო ახალი არტისტისა და ყველა R&B კატეგორიის მოგების მთავარი კანდიდატი.

ენდრიუ ანტერბერგერი: შეიძლება ვიპოვო არგუმენტები ლედი გაგას ან Bad Bunny-ს სასარგებლოდ და ვინ იცის, შესაძლოა მათ მოახერხონ ჩემი დარწმუნება შემდეგი სამი თვის განმავლობაში, მაგრამ ახლა ინტუიცია მკარნახობს, რომ კენდრიკ ლამარია ის, ვინც ყველას მოსწონს და ვისი გამარჯვების ნახვაც ყველას სურს. ამიტომ მგონია, რომ პირველი თებერვლის ტრიუმფატორი სწორედ ის გახდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rustavelli – რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს ახალი ალბომი

შემდეგი სტატია

Radiohead Tom Sheehan

Radiohead-ის ალბომი Hail to the Thief (Live) ოთხ სხვადასხვა ჩარტში ტოპ ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

პერის ჰილტონი იმ „სისასტიკეს” იხსენებს, რომლის წინაშეც 2004 წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაჟონვის შემდეგ დადგა

ვარსკვლავი ახლა სხვა მსხვერპლთა უფლებებისთვისა და Defiance Act-ის კანონად ქცევისთვის იბრძვის.
მეტი
ვიქტორია ბეკჰემი Netflix-ის „Victoria Beckham-ის“ მსოფლიო პრემიერაზე, 2025 წლის 8 ოქტომბერი, ლონდონი, კურზონ მეიფერი. ლია ტობი/Variety

ვიქტორია ბეკჰემის ძველი ჰიტი ბრუკლინ ბეკჰემის განცხადების შემდეგ ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზეა

19 იანვარს სოციალურ ქსელში ვიქტორიას ვაჟმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ოჯახთან შერიგებას არ აპირებს.
მეტი

„ქალების გაძლიერება მუსიკალურ ინდუსტრიაში“ – ინიციატივა, რომელიც საქართველოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ქალებს უჭერს მხარს

პროექტს „საქართველოს მუსიკის ექსპორტი” Sound City Liverpool-თან, „დიაცთან”, Keychange-სა და PRS Foundation-თან თანამშრომლობით ახორცოელებს.
მეტი
რეჟისორი რაიან კუგლერი Sinners-ის ევროპულ პრემიერაზე Cineworld Leicester Square-ში, 2025 წლის 14 აპრილი, ლონდონი, ჯეფ სპაისერი/Getty Images Warner Bros. Pictures-ისთვის

Sinners-მა ოსკარის რეკორდული – 16 ნომინაცია მიიღო, ნახეთ 2026 წლის ნომინანტთა სრული სია

დაიან უორენმა ისტორია დაწერა, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ის პირველი კომპოზიტორი გახდა, რომელიც ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაშია ნომინირებული.
მეტი

კიმ კარდაშიანის თქმით, ნორს უესტის გაჩენისას, კანიე უესტმა სამშობიარო ოთახში Queen-ის Bohemian Rhapsody ჩართო

„კანიემ ზუსტად იმ მომენტში ჩართო ეს სიმღერა, როცა ნორსი დაიბადა,” – გაიხსენა კიმ კარდაშიანმა.
მეტი