იყო თუ არა მერაია კერისთვის 1995 წელი 90-იანი წლების პოპმუსიკის ეპოქის დასაწყისი?

Greatest Pop Stars-ის პოდკასტის, Vintage Pop Stardom-ის ეპიზოდში მერაია კერის ბოლოდროინდელი ჩარტებისა და მისი 30 წლის წინანდელი უდიდესი მიღწევების შესახებ ისაუბრეს.
მერაია კერი & Boyz II Men, One Sweet Day COURTESY PHOTO
მერაია კერი & Boyz II Men, One Sweet Day COURTESY PHOTO

ამ კვირას მერია კერიმ Billboard-ის ჩარტებში კიდევ ერთი ახალი უპრეცედენტო ისტორია დაწერა,  მის საკულტო საშობაო ჰიტს, All I Want for Christmas Is You-ს, Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველ ადგილზე ჯამში უკვე 20 კვირა აქვს გატარებული. სიმღერა Hot 100-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად ნომერ პირველ ადგილზე მყოფ ტრეკად დასახელდა და დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი საშობაო კვირის პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება.

თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მერია კერის ასეთი რეკორდული მიღწევა აქვს, მან ეს მაჩვენებელი პირველად 1995 წელს გამოსული სინგლით დაიმსახურა, რომელიც პოპვარსკვლავის ყველაზე შთამბეჭდავი პერიოდის კულმინაციად იქცა. 

Greatest Pop Stars-ის პოდკასტში ამ კვირის Vintage Pop Stardom-ის ეპიზოდში წამყვან ენდრიუ უნტერბერგერს კრის ჰაინი –  Minnesota Star Tribune-ის ჟურნალისტი და Lambily-ის წევრი შეუერთდა. წამყვანებმა დეტალურად ისაუბრეს მერაია კერის ისტორიულ 1995 წელზე.  „ჩვენ მიმოვიხილავთ სუპერვარსკვლავის კარიერულ გზას,  თუ როგორ შეძლო მან 1995 წელს მეგა-წარმატების კიდევ ერთი, სრულიად ახალი საფეხურის მიღწევა, იმ დროისთვის მის ყველაზე სრულყოფილ ალბომსა და ორ მართლაც წარმატებულ სინგლზე დაყრდნობით.”

პოდკასტში განიხილეს, თუ როდის იქცა სიმღერა All I Want for Christmas Is You ყველა დროის ერთ-ერთ საშობაო პოპ-ჰიტად?  სჯობს თუ არა Fantasy-ს რემიქსი ორიგინალს? მოვისმენთ თუ არა ოდესმე ალტ-როკის ჟანრში მარია კერის? და ალბათ ყველაზე მთავარი კითხვა: რა არის  Daydream-ის ეპოქის  90-იანი წლების პოპვარსკვლავის მაქსიმუმი?

გაეცანით მერაია კერის შესახებ განთავსებულ მასალას, მათ შორის YouTube-ის ფლეილისტს, სადაც  თავმოყრილია მომღერლის 1995 წლის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ყოველივე ამის შესახებ კი  Greatest Pop Stars-ის პოდკასტში მოისმენთ, რომელიც Apple Music-ზე და Spotify-ზეა განთავსებული და ყოველ ხუთშაბათს ახალ და საინტერესო ეპიზოდებს გვთავაზობს. 

როგორც Greatest Pop Stars-ის ყველა პოდკასტშია აღნიშნული, შეგიძლიათ შემოწირულობის სახით გაიღოთ თანხა და ტრანსგენდერი თემის უფლებების დასაცავად მხარი დაუჭიროთ შემდეგ ფონდებს:

Transgender Law Center

Trans Lifeline

Destination Tomorrow

Gender-Affirming Care Fundraising on GoFundMe

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ტიკტოკის” პირველ დაჯილდოებაზე წლის აღმოჩენის ტიტული ალექს უორენს ერგო

შემდეგი სტატია

Coldplay-ს კამერის სკანდალის მთავარი გმირი დუმილს არღვევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი