50 Cent ფლოიდ მეივეზერს 340 მილიონი დოლარის სარჩელის გამო დასცინის: „ახლა ნუ ტირი, ჩემპიონო”

რეპერის ქმედებას Bow Wow-ც გამოეხმაურა.
50 Cent მედიას მიმართავს ფლოუდ მეივეზერის მიგელ კოტოსთან გამარჯვების შემდეგ
ETHAN MILLER/GETTY IMAGES

50 Cent კონფლიქტებს არასდროს ასრულებს. ამჯერად მან ფლოიდ მეივეზერთან დაპირისპირების მორიგი თავი წამოიწყო და ბოქსის ლეგენდას Showtime-ის წინააღმდეგ 340 მილიონი სარჩელის გამო დასცინა. 

4 თებერვალს რეპერმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სპორტსმენის მიერ კონტრაქტების წაკითხვისა და გაგების უნარებს დასცინა და იხუმრა, თუ როგორ სჭირდება მეივეზერს რინგზე მაიკ ტაისონთან ან ბად კროუფორდთან დაბრუნება, რათა ის ჰონორარი დააკომპენსიროს, რომელიც, მისი თქმით, დაკარგა.

„ახლა ნუ ტირი, ჩემპიონო. 320 მილიონი დოლარი წაგართვეს, სულელო. გითხარი, რომ კონტრაქტი ჩემთვის გეჩვენებინა. ახლა კი მოემზადე, კარგი ბრძოლა გელის მაიკთან,” – წერს რეპერი ინსტაგრამზე. „მერე კი იქნებ ბადიც დავითანხმოთ, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ გცემოს.”

კითხვის უნარზე მიმართული ირონია სათავეს 2014 წელს იღებს, როცა 50 Cent-მა სპორტსმენს საჯარო კითხვის გამოწვევა გაუკეთა და უთხრა, რომ თუ The Cat in the Hat-ის ან „ჰარი პოტერის” ერთ სრულ გვერდს წაიკითხავდა, ბოქსიორის ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდს 750 000 დოლარს შესწირავდა. 

50-ის საქციელს გამოეხმაურა Bow Wow-ც და კომენტარების სექციაში ჩონჩხის სიმბოლო დახატა. ერთ-ერთმა ფანმა კი ხაზი გაუსვა რეპერის შეუპოვრობას, როცა საქმე მტრების გამწარებას ეხება. „50 არასდროს მისცემს ოპონენტს დასვენების უფლებას,” – წერენ კომენტარებში. 

The Athletic-ის ინფორმაციით, მეივეზერმა 3 თებერვალს კალიფორნიის შტატის სასამართლოში და Showtime Sports-ის ყოფილი პრეზიდენტისა და Showtime Networks-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ფლოიდი ამტკიცებს, რომ თაღლითური სქემის მეშვეობით კომპანიამ მას 340 მილიონი დოლარი დააკარგვინა. 

„ფლოიდი ბოქსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია. მან ასობით მილიონი დოლარი გამოიმუშავა Showtime-ისთვის,” – ამბობს სპორტსმენის ადვოკატი. „მან ახლა ეს ბრძოლა სასამართლოში გადაიტანა, რათა დაიბრუნოს ის, რაც კანონიერად ეკუთვნის.  როგორ დაუმარცხებლადაც, 50-0-ით დაასრულა კარიერა რინგზე, ასევე იქნება სასამართლოშიც.”

The Hollywood Reporter-თან საუბარში, Paramount-ის წარმომადგენელმა, რომელიც  Showtime-ის მფლობელია, სარჩელის შესახებ განაცხადა: „ამ უსაფუძვლო ბრალდებებს არ აქვთ არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი მტკიცებულებები. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ და სასამართლო პროცესის ფარგლებში მათ შესაბამის პასუხს გავცემთ.”

50 და ფლოიდი ახლო მეგობრები იყვნენ 2012 წლამდე, როცა მათი ურთიერთობა ფინანსური კონფლიქტის გამო დაიძაბა. დავა დეკადაზე მეტია, გრძელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

შემდეგი სტატია

Rosalía BRIT Awards-ის ცერემონიაზე მუსიკალურ ნომერს შეასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი