ტეილორ სვიფტის The Fate of Ophelia გლობალური ჩარტების ლიდერია – გაეცანით Billboard-ის ჩარტების სიახლეებს

Billboard Global 200-ის და Billboard Global Excl. U.S.-ის ჩარტების უახლესი მონაცემები 2026 წლის 14 თებერვლით არის დათარიღებული.
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot
ტეილორ სვიფტი
Mert Alas & Marcus Piggot

ტეილორ სვიფტის The Fate of Ophelia უკვე მეშვიდე კვირაა, Billboard Global 200 ჩარტის ლიდერია, ხოლო Billboard Global Excl. U.S.-ის ჩარტში ზედიზედ მერვე კვირაა, პირველ ადგილს ინარჩუნებს. სიმღერა ჩარტების სათავეში პირველად ოქტომბერში მოხვდა.

ამასთან, Bad Bunny-ს ტრეკი – DtMF ორივე გლობალურ ჩარტში კვლავ ტოპ 10-ში დაბრუნდა. ნოა კაჰანი კი Global 200-ში თავისი მეორე ჰიტის,  The Great Divide-ის დებიუტით არის წარმოდგენილი. Billboard Global 200 და Global Excl. U.S. ჩარტები ეყრდნობა სტრიმინგისა და გაყიდვების მონაცემებს, რომლებიც მსოფლიოს 200-ზე მეტი გეოგრაფიული ერთეულიდან გროვდება და კომპანია Luminate-ის მიერ მუშავდება. Global 200 მოიცავს გლობალურ მაჩვენებლებს, ხოლო Global Excl. U.S. აერთიანებს მონაცემებს შეერთებული შტატების გამოკლებით.

ჩარტების პოზიციები დგინდება წინასწარ შედგენილი ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ოფიციალურ – როგორც სააბონენტო, ისე აუდიო და ვიდეო პლატფორმების სტრიმებს, ასევე ციფრული ჩამოტვირთვის მაჩვენებელს. ჩამოტვირთვის მონაცემები ასახავს მსოფლიო მასშტაბით, ოფიციალური ციფრული მუსიკალური პლატფორმებიდან ტრეკის ფასიანი გადმოწერის მაჩვენებელს.

The Fate of Ophelia-მ 5 თებერვლით დასრულებულ კვირაში 50.7 მილიონი სტრიმი დააგროვა, რაც  5%-იანი კლებაა წინა მონაცემებთან შედარებით.  მსოფლიო მასშტაბით სიმღერის 6 000 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც 9%-ით ნაკლებია წინა პერიოდის გაყიდვებზე. 

ოლივია დინის Man I Need მეორე ადგილზე აღმოჩნდა და Global 200-ში ლიდერ პოზიციას  აღწევს. სიმღერის სტრიმები 19%-ით გაიზარდა და 46.8 მილიონს მიაღწია. ეს ზრდა გრემის დაჯილდოებაზე „საუკეთესო ახალი არტისტის“ კატეგორიაში გამარჯვებას მოჰყვა.

Djo-ს End of Beginning მესამე ადგილზე რჩება – მას იანვარში ერთი კვირის განმავლობაში პირველი ადგილი ეკავა. HUNTR/X-ის Golden მეოთხე პოზიციას ინარჩუნებს მას შემდეგ, რაც ივლისიდან მოყოლებული, 18 კვირის განმავლობაში ლიდერობდა, ხოლო ალექს უორენის Ordinary-მ  მე-8-დან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

Bad Bunny-ს DtMF Global 200-ში დაწინაურდა – 27-ე ადგილიდან მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდა. ნოა კაჰანის The Great Divide Global 200-ში მე-10 ადგილზეა. The Fate of Ophelia კი Global Excl. U.S.-შიც ლიდერია. End of Beginning კვლავაც მეორე ადგილზეა რჩება Global Excl. U.S.-ის ჩარტში. 

Billboard Global 200-ის და Billboard Global Excl. U.S.-ის ჩარტების უახლესი მონაცემები 2026 წლის 14 თებერვლით არის დათარიღებული. 

Luminate არის Billboard-ის ჩარტების დამოუკიდებელ მონაცემთა პროვაიდერი, რომელიც Billboard-თან პარტნიორობის ფარგლებში, ყოველკვირეული რეიტინგების შედგენისას, ყველა მონაცემს დეტალურად ამოწმებს და ადასტურებს. საბოლოო გამოთვლამდე, საეჭვო ან დაუდასტურებელი მონაცემები განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ბათილდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რამდენი ნახვა ჰქონდა Turning Point USA-ს ალტერნატიულ Halftime Show-ს

შემდეგი სტატია

„მგზავრების” სიმღერა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი