„Rolling Stone-ის Rooftop ბარი მუსიკალური აღმოჩენების ადგილია” – ინტერვიუ ჯოელ ისააკ ბლექთან

ამერიკელი არტისტი ჯოელ ისააკ ბლექი – ფსევდონიმით Hazy Pockets – მრავალი წელია, ბერლინური სცენის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურაა.
ჯოელ ისააკ ბლექი
ფოტო: Billboard Georgia

Telegraph Hotel-მა მუსიკის მოყვარულებს თავის სივრცეში Rolling Stone-ის Rooftop ბარი წარუდგინა – მსოფლიოში პირველი რუფტოპ ბარი, რომელიც Rolling Stone-ის საკულტო ბრენდის სახელით ოპერირებს. პრემიუმ კლასის სერვისი, ქალაქის შთამბეჭდავი ხედები და საგანგებოდ შერჩეული მუსიკალური პროგრამა თბილისის რუკაზე ამ სივრცის უნიკალურ ადგილს განსაზღვრავს.

Rolling Stone-ის Rooftop ბარში 13 მარტს მსმენელს მუსიკალური სეტი Hazy Pockets-მა შესთავაზა. ამერიკელი არტისტი ჯოელ ისააკ ბლექი ამ ფსევდონიმით მრავალი წელია, ბერლინური სცენის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურაა.

Billboard Georgia-მ არტისტთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ჯოელ ისააკ ბლექმა თავის მუსიკალურ მოგზაურობასა და Rolling Stone-ის Rooftop ბარის, როგორც გამორჩეული სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ეს სივრცე განსაკუთრებულია – ელეგანტური, დახვეწილი რუფტოპ ბარი, სადაც ხარისხიანი მუსიკა და გართობა ერთმანეთს ხვდება. ეს არის ადგილი მუსიკალური აღმოჩენებისთვის, სასიამოვნო დიალოგისთვის, გამოცდილების გაცვლისთვის,” – ამბობს არტისტი.

ჯოელ ისააკ ბლექი
ფოტო: Billboard Georgia

ჯოელ ისააკ ბლექი ტეხასში, დალასში გაიზარდა. მისი მამა მუსიკოსი იყო და ბავშვობიდან მჭიდრო კავშირი ჰქონდა მრავალჟანრობრივ საერთაშორისო მუსიკასთან. თუმცა მისთვის ყველაზე ახლობელი როკ-ენ-როლი და ბლუზი იყო. როგორც თავად ამბობს, ეს ჟანრები ამერიკული მუსიკალური ენაა.

„მე ვიზრდებოდი გარემოში, სადაც უამრავ არაჩვეულებრივ ჩანაწერზე მიმიწვდებოდა ხელი. როდესაც ბერლინში ჩავედი, ჩემი მუსიკალური ფესვები მომყვებოდა და ბუნებრივია, როკ-ენ-როლზე ვიყავი შეყვარებული. ბერლინში კი სრულიად ახალი სამყარო – ტექნო ქალაქი დამხვდა. ლოს-ანჯელესში სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველა მუსიკოსია – ყველა დრამზე ან გიტარაზე უკრავს; ბერლინში კი მრავალი წლის განმავლობაში გიტარა არსად მინახავს, ყველა მუსიკალური პროდიუსერი იყო. არაჩვეულებრივ დიჯეებს შევხვდი. ტექნო მუსიკამ მომხიბლა და მისით დავინტერესდი. ჩემს ბერლინურ ისტორიას თუ დავახასიათებ – ეს იყო თავისუფლების არაჩვეულებრივი ისტორია, თავისუფლების, რომელიც ბერლინის ყველა კლუბში მუსიკით არის გადმოცემული. 

როგორც ამერიკული მუსიკალური ფესვების მატარებელი არტისტისთვის, ჯოელ ისააკ ბლექისთვის Rolling Stone-ის სახელი მუსიკის დიდებულ ისტორიასთან ასოცირდება, რადგან სწორედ Rolling Stone იყო ის ჟურნალი, რომელშიც პირველად გამოჩნდნენ დიდებული ამერიკელი მუსიკოსები.

„Rolling Stone-მა არაერთი დიადი პოპკულტურული მომენტი განსაზღვრა. მან შექმნა არაერთი საკულტო ვარსკვლავი. ამ ბრენდის გავლენის გათვალისწინებით, ეს ადგილი – Rolling Stone-ის Rooftop ბარიც დიდი მნიშვნელობის მატარებელია. დარწმუნებული ვარ, მის სივრცეში უამრავი დასამახსოვრებელი მუსიკალური საღამო გაიმართება, რაც მუსიკის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2026 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია

შემდეგი სტატია

დუა ლიპა ეპშტეინის ფაილების გარშემო არსებულ დისკუსიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ყველა მსხვერპლს აზიანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი