2026 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია

მხატვრული ფილმისთვის დაწერილი საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში Sinners-ის საუნდტრეკმა გაიმარჯვა.
საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულები, სიმღერისთვის Golden (ანიმაციიდან Kpop Demon Hunters). Dolby Theatre, ჰოლივუდი, კალიფორნია. 15 მარტი, 2026 წელი.
BRIANNA BRYSON/GETTY IMAGES

2026 წლის ოსკარი დასრულდა და კიდევ ერთი ცერემონია იქცა ისტორიის ნაწილად. Billboard განსაკუთრებულ ყურადღებას საღამოს ორ მუსიკალურ კატეგორიას აქცევდა: მხატვრული ფილმისთვის დაწერილ საუკეთესო ნაწარმოებს (საუკეთესო ორიგინალური სიმღერა) და მხატვრული ფილმისთვის დაწერილ მუსიკას (ორიგინალური საუნდტრეკი).

საბოლოოდ, Billboard Hot 100-ის რვაკვირიანმა ლიდერმა, ჰიტმა – Golden, რომელსაც ასრულებს HUNTR/X (EJAE, AUDREY NUNA და REI AMI) Netflix-ის ანიმაციური ბლოკბასტერისთვის – KPop Demon Hunters, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა. სხვა ნომინანტები იყვნენ: I Lied to You ფილმიდან – Sinners (მუსიკისა და ტექსტის ავტორები რაფაელ სადიკი და ლუდვიგ გორანსონი); Sweet Dreams of Joy ფილმიდან – Viva Verdi! (მუსიკისა და ტექსტის ავტორი ნიკოლას პაიკი); Train Dreams – ფილმიდან Train Dreams (მუსიკის ავტორები ნიკ ქეივი და ბრაის დესნერი, ტექსტის ავტორი ნიკ ქეივი); და Dear Me ფილმიდან – Diane Warren: Relentless (მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად ფილმის მთავარი გმირი და ოსკარის 17-გზის ნომინანტი დაიან უორენი).

საუნდტრეკის კატეგორიაში, ლუდვიგ გორანსონმა თავისი მესამე ოსკარი მოიპოვა ფილმ Sinners-ისთვის შექმნილი მუსიკისთვის. სხვა ნომინანტები ამ კატეგორიაში იყვნენ: Bugonia (Jerskin Fendrix), Frankenstein (ალექსანდრ დეპლა), Hamnet (მაქს რიხტერი) და One Battle After Another (ჯონი გრინვუდი).

წარმატება გადანაწილდა მთავარ კატეგორიებზეც: One Battle After Another-მა მოიპოვა საუკეთესო ფილმის წოდება, ხოლო მაიკლ ბ. ჯორდანმა (Sinners) გაიმარჯვა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში, ჯესი ბაკლიმ კი (Hamnet) საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო ჯილდო.

იხილეთ 2026 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია:

მხატვრული ფილმისთვის დაწერილი საუკეთესო მუსიკა  (ორიგინალური საუნდტრეკი)

Bugonia (Focus Features), Jerskin Fendrix 

Frankenstein (Netflix), ალექსანდრ დეპლა

Hamnet (Focus Features), მაქს რიხტერი

One Battle After Another (Warner Bros.), ჯონი გრინვუდი

გამარჯვებული: Sinners (Warner Bros.), ლუდვიგ გორანსონი

მხატვრული ფილმისთვის დაწერილი საუკეთესო ნაწარმოები (ორიგინალური სიმღერა)

Dear Me ფილმიდან Diane Warren: Relentless (MasterClass/Greenwich Entertainment), მუსიკისა და ტექსტის ავტორი დაიან უორენი

გამარჯვებული: Golden ფილმიდან  – KPop Demon Hunters (Netflix), მუსიკისა და ტექსტის ავტორები EJAE, მარკ სონენბლიკი, ჯუნგ გიუ კვაკი, იუ ჰან ლი, ჰი დონგ ნამი, ჯონგ ჰუნ სეონი და Teddy Park

I Lied to You ფილმიდან – Sinners (Warner Bros.), მუსიკისა და ტექსტის ავტორები რაფაელ სადიკი და ლუდვიგ გორანსონი

Sweet Dreams of Joy ფილმიდან – Viva Verdi! (Viva Verdi!), მუსიკისა და ტექსტის ავტორი ნიკოლას პაიკი

Train Dreams ფილმიდან – Train Dreams (Netflix), მუსიკა: ნიკ ქეივი და ბრაის დესნერი; ტექსტი: ნიკ ქეივი

საუკეთესო ფილმი

Bugonia (Focus Features), პროდიუსერები: ედ გვინი, ენდრიუ ლოუ, იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი და ლარს კნუდსენი

 F1 (Apple), პროდიუსერები: ჩად ომანი, ბრედ პიტი, დიდი გარდნერი, ჯერემი კლაინერი, ჯოზეფ კოსინსკი და ჯერი ბრუკჰაიმერი

Frankenstein (Netflix), პროდიუსერები: გილერმო დელ ტორო, ჯ. მაილს დეილი და სკოტ სტუბერი

Hamnet (Focus Features), პროდიუსერები: ლიზა მარშალი, პიპა ჰარისი, ნიკოლას გონდა, სტივენ სპილბერგი და სემ მენდესი

Marty Supreme (A24), პროდიუსერები: ელი ბუში, რონალდ ბრონშტეინი, ჯოშ საფდი, ენტონი კატაგასი და ტიმოთი შალამე

გამარჯვებული: One Battle after Another (Warner Bros.), პროდიუსერები: ადამ სომნერი, სარა მერფი და პოლ თომას ანდერსონი

The Secret Agent (Neon), პროდიუსერი: ემილი ლესკლო

Sentimental Value (Neon), პროდიუსერები: მარია ეკერჰოვდი და ანდრეა ბერენცენ ოტმარი

Sinners (Warner Bros.), პროდიუსერები: ზინზი კუგლერი, სევ ოჰანიანი და რაიან კუგლერი

Train Dreams (Netflix), პროდიუსერები: მარისა მაკმაჰონი, ტედი შვარცმანი, უილ იანოვიცი, ეშლი შლაიფერი და მაიკლ ჰეიმლერი

სამსახიობო კატეგორიები

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება მთავარ როლში

ტიმოთი შალამე – Marty Supreme (A24)

ლეონარდო დიკაპრიო – One Battle After Another (Warner Bros.)

ითან ჰოუკი – Blue Moon (Sony Pictures Classics)

გამარჯვებული: მაიკლ ბი ჯორდანი – Sinners (Warner Bros.)

ვაგნერ მოურა – The Secret Agent (Neon)

ქალის როლის საუკეთესო შესრულება მთავარ როლში

გამარჯვებული: ჯესი ბაკლი – Hamnet (Focus Features)

როუზ ბირნი – If I Had Legs I’d Kick You (A24)

ქეით ჰადსონი – Song Sung Blue (Focus Features)

რენატე რეინსვე – Sentimental Value (Neon)

ემა სტოუნი – Bugonia (Focus Features)

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში

ბენისიო დელ ტორო – One Battle After Another (Warner Bros.)

ჯეიკობ ელორდი – Frankenstein (Netflix)

დელროი ლინდო – Sinners (Warner Bros.)

გამარჯვებული: შონ პენი – One Battle After Another (Warner Bros.)

სტელან სკარსგარდი – Sentimental Value (Neon)

ქალის როლის საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში

ელ ფენინგი – Sentimental Value (Neon)

ინგა იბსდოტერ ლილეასი – Sentimental Value (Neon)

გამარჯვებული: ეიმი მადიგანი – Weapons (Warner Bros.)

ვუნმი მოსაკუ – Sinners (Warner Bros.)

ტეიანა ტეილორი – One Battle After Another (Warner Bros.)

რეჟისურისა და სცენარის კატეგორიები

საუკეთესო რეჟისურა

Hamnet (Focus Features), ქლოი ჯაო

Marty Supreme (A24), ჯოშ საფდი

გამარჯვებული: One Battle After Another (Warner Bros.), პოლ თომას ანდერსონი

Sentimental Value (Neon), იოაკიმ ტრიერი

Sinners (Warner Bros.), რაიან კუგლერი

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

Bugonia (Focus Features), სცენარის ავტორი: უილ ტრეისი

Frankenstein (Netflix), ეკრანიზაციის ავტორი: გილერმო დელ ტორო

Hamnet (Focus Features), სცენარის ავტორები: ქლოი ჯაო და მეგი ო’ფარელი

გამარჯვებული: One Battle after Another (Warner Bros.), ავტორი: პოლ თომას ანდერსონი

Train Dreams (Netflix), სცენარის ავტორები: კლინტ ბენტლი და გრეგ კვედარი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Blue Moon (Sony Pictures Classics), ავტორი: რობერტ კაპლოუ

 It Was Just an Accident (Neon), ავტორი: ჯაფარ პანჰი; თანაავტორები: ნადერ საივარი, შადმეჰრ რასტინი, მეჰდი მაჰმუდიანი

 Marty Supreme (A24), ავტორები: რონალდ ბრონშტეინი და ჯოშ საფდი

Sentimental Value (Neon), ავტორები: ესკილ ვოგტი, იოაკიმ ტრიერი

გამარჯვებული: Sinners (Warner Bros.), ავტორი: რაიან კუგლერი

სხვა კატეგორიები

წლის საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი

Arco (Neon), უგო ბიენვენიუ, ფელიქს დე ჟივრი, სოფი მასი და ნატალი პორტმანი

Elio (Walt Disney), მადლინ შარაფიანი, დომი ში, ადრიან მოლინა და მერი ელის დრამი

გამარჯვებული: KPop Demon Hunters (Netflix), მეგი კანგი, კრის აპელჰანსი და მიშელ ელ ემ ვონგი

Little Amélie or the Character of Rain (GKIDS), მაილის ვალადი, ლიან-ჩო ჰანი, ნიდია სანტიაგო და ანრი მაგალონი

Zootopia 2 (Walt Disney), ჯარედ ბუში, ბაირონ ჰოვარდი და ივეტ მერინო

საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Butterfly, ფლორანს მიაილი და რონ დიენსი

Forevergreen, ნათან ენგელჰარდტი და ჯერემი სპირსი

გამარჯვებული: The Girl Who Cried Pearls, კრის ლავისი და მაციეკ შჩერბოვსკი

Retirement Plan, ჯონ კელი და ენდრიუ ფრიდმანი

The Three Sisters, კონსტანტინ ბრონზიტი

საუკეთესო ქასთინგი

Hamnet, ნინა გოლდი

Marty Supreme, ჯენიფერ ვენდიტი

გამარჯვებული: One Battle After Another, კასანდრა კულუკუნდისი

The Secret Agent, გაბრიელ დომინგესი

Sinners, ფრანსინ მეისლერი

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი

Frankenstein, დენ ლაუსტსენი

Marty Supreme, დარიუს ხონჯი

One Battle After Another, მაიკლ ბაუმანი

გამარჯვებული: Sinners, ოტემ დიურალდ არკაპოუ

Train Dreams, ადოლფო ველოსო

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი

Avatar: Fire and Ash, დებორა ლ. სკოტი

გამარჯვებული: Frankenstein, ქეით ჰოული

Hamnet, მალგოჟია ტურზანსკა

 Marty Supreme, მიიაკო ბელიცი

 Sinners, რუთ ე. კარტერი

საუკეთესო დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმი

The Alabama Solution, ენდრიუ ჯარეკი და შარლოტ კოფმანი

Come See Me in the Good Light, რაიან უაიტი, ჯესიკა ჰარგეივი, ტიგ ნოტარო და სტეფ ვილენი

Cutting Through Rocks, სარა ხაკი და მოჰამადრეზა ეინი

გამარჯვებული: Mr. Nobody Against Putin, ნომინანტები დაზუსტდება

The Perfect Neighbor, გიტა განდბჰირი, ალისა პეინი, ნიკონ კვანტუ და სემ ბისბი

საუკეთესო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი

გამარჯვებული: All the Empty Rooms, ჯოშუა სეფტელი და კონალ ჯონსი

Armed Only With a Camera: The Life and Death of Brent Renaud, კრეიგ რენო და ხუან არედონდო

Children No More: Were and Are Gone, ჰილა მედალია და შეილა ნევინსი

The Devil Is Busy, კრისტალინ ჰემპტონი და გიტა განდბჰირი

Perfectly a Strangeness, ელისონ მაკალპინი

მიღწევა მონტაჟში

F1, სტივენ მირიონე

 Marty Supreme, რონალდ ბრონშტეინი და ჯოშ საფდი

გამარჯვებული: One Battle After Another, ენდი იურგენსენი

Sentimental Value, ოლივიე ბუგე კუტე

Sinners, მაიკლ პ. შოვერი

წლის საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი

The Secret Agent (ბრაზილია)

 It Was Just an Accident (საფრანგეთი)

გამარჯვებული: Sentimental Value (ნორვეგია)

Sirāt (ესპანეთი)

The Voice of Hind Rajab (ტუნისი)

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

Butcher’s Stain, მაიერ ლევინსონ-ბლაუნტი და ორონ კასპი

A Friend of Dorothy, ლი ნაიტი და ჯეიმს დინი

Jane Austen’s Period Drama, ჯულია აკსი და სტივ პინდერი

გამარჯვებული: The Singers, სემ ა. დევისი და ჯეკ პიატი

გამარჯვებული: Two People Exchanging Saliva, ალექსანდრ სინგჰი და ნატალი მუსტეატა

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

გამარჯვებული: Frankenstein, მაიკ ჰილი, ჯორდან სამუელი და კლიონა ფიური

Kokuho, კიოკო ტოიოკავა, ნაომი ჰიბინო და ტადაში ნიშიმატსუ

Sinners, კენ დიასი, მაიკ ფონტენი და შუნიკა ტერი

The Smashing Machine, კაზუ ჰირო, გლენ გრიფინი და ბიორნ რებეინი

The Ugly Stepsister, თომას ფოლდბერგი და ანე კათრინ ზაუერბერგი

საუკეთესო მხატვრული გაფორმება (Production Design)

გამარჯვებული: Frankenstein, დადგმის მხატვარი: თამარა დევერელი; დეკორატორი: შეინ ვიუ

Hamnet, დადგმის მხატვარი: ფიონა კრომბი; დეკორატორი: ელის ფელტონი

Marty Supreme, დადგმის მხატვარი: ჯეკ ფისკი; დეკორატორი: ადამ უილისი

One Battle After Another, დადგმის მხატვარი: ფლორენსია მარტინი; დეკორატორი: ენტონი კარლინო

Sinners, დადგმის მხატვარი: ჰანა ბიჩლერი; დეკორატორი: მონიკ შამპანი

საუკეთესო ხმის დიზაინი

გამარჯვებული: F1, გარეთ ჯონი, ელ ნელსონი, გვენდოლინ იეიტს უიტლი, გარი ა. რიცო და ხუან პერალტა

Frankenstein, გრეგ ჩაპმენი, ნათან რობიტაი, ნელსონ ფერეირა, კრისტიან კუკი და ბრედ ზოერნი

One Battle After Another, ხოსე ანტონიო გარსია, კრისტოფერ სკარაბოსიო და ტონი ვილაფლორი

Sinners, კრის ველკერი, ბენჯამინ ა. ბერტი, ფელიპე პაჩეკო, ბრენდონ პროქტორი და სტივ ბოდეკერი

Sirāt, ამანდა ვილავიეხა, ლაია კასანოვასი და იასმინა პრადერასი

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

გამარჯვებული: Avatar: Fire and Ash, ჯო ლეტერი, რიჩარდ ბეინჰემი, ერიკ სეინდონი და დენიელ ბარეტი

F1, რაიან ტადჰოუპი, ნიკოლა შევალიე, რობერტ ჰარინგტონი და კით დოუსონი

Jurassic World Rebirth, დევიდ ვიკერი, სტივენ ეპლინი, ჩარმეინ ჩანი და ნილ კორბულდი

The Lost Bus, ჩარლი ნობლი, დევიდ ზარეტი, რასელ ბოუენი და ბრენდონ კ. მაკლაფლინი

Sinners, მაიკლ რალა, ესპენ ნორდალი, გვიდო ვოლტერი და დონი დინი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sinners 2026 წლის ოსკარის საუკეთესო საუნდტრეკის გამარჯვებული გახდა

შემდეგი სტატია

„Rolling Stone-ის Rooftop ბარი მუსიკალური აღმოჩენების ადგილია” – ინტერვიუ ჯოელ ისააკ ბლექთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

პოპვარსკვლავმა შაბათს გამართულ სეტზე უდიდესი ჰიტები YouTube-ის ვიდეოების ფონზე შეასრულა და განვლილი გზა გაიხსენა.
მეტი