გვაჯის 30 გამოუქვეყნებელი სიმღერა 30 დღეში

„ეს მუსიკა დღის სინათლეს ვერ ნახულობდა, რადგან ჩემგანვე იყო რეპრესირებული – ავტორისგან.”
გვაჯი – გიორგი გვარჯალაძე

გიორგი გვარჯალაძეს, იგივე გვაჯის, საზოგადოება იცნობს, როგორც ხმის რეჟისორსა და „ლენო რეკორდსის” დამფუძნებელს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამავდროულად ის თავადაა ავტორ-შემსრულებელი. წლების განმავლობაში წერდა და ასრულებდა სიმღერებს და მათ უმრავლესობაში ინსტრუმენტებზეც თავადვე უკრავდა. თუმცა ამ დრომდე საკუთარი ნამუშევრები საჯაროდ არასდროს გამოუტანია.

გიორგი გვარჯალაძე, გვაჯი:

„ადრე რამდენიმე სიმღერა მაქვს მიტანილი რადიოში, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე ციფრული პლატფორმები შემოვიდა, არაფერი გამომიქვეყნებია. რატომღაც თავის დროზე არ ჩავთვალე, რომ ჩემი მუსიკა ისეთი საინტერესო იყო, რომ საჯარო უნდა გამეხადა. შეიძლება ეს რაღაც შიშიც იყო იმისა, რომ არ ვარ საკმარისად კარგი. ახლა კი ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგი ვარ. ცოტა ხნის წინ „ზმუკში” მოგვივიდა იდეა, რომ მოდი, გამოვაქვეყნოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. ნიკა კოჩაროვის მუსიკის გამოცემა დავიწყეთ და ვთქვი, რომ მოდი, ჩემსასაც დავდებ. და გადავწყვიტე, რომ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე თითო სიმღერა გამოვაქვეყნო – ‘გვაჯის 30 გამოუქვეყნებელი სიმღერა 30 დღეში.’ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს, რომლებსაც თანმხლები ვიდეოთი ან პოსტით ვყვები. მოკლედ, ასე – ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!”

სიმღერები, როგორც თავად ამბობს, პირადულია, კონკრეტული ემოციითა და ურთიერთობებით გამოწვეული და თითოეულ მათგანს თავისი ადრესატი ჰყავს. ყველაზე ძველი სიმღერა 1997 წელსაა დაწერილი, უახლესი კი ამჟამად ჩაწერის პროცესშია.

„ყველა ამ მუსიკას ვწერდი კონკრეტული მოვლენიდან გამომდინარე და თითოეულის მიზანი იყო, რომ იმ ერთ ადამიანს მოესმინა, ვისთვისაც იწერებოდა. როგორც წესი, იმათ არ მოსწონდათ ხოლმე. წლების შემდეგ კი უთქვამთ, რომ სინამდვილეში ვრთავდი და ვტიროდიო, მაგრამ იმ მომენტში ასე მეუბნებოდნენ. ასე რომ, ყველა სიმღერა ძალიან პირადია, ნამდვილი და ძალიან სწრაფად დაწერილი – ერთ მისვლაში, რადგან აქ არ იყო მიზანი, რომ ჩემი უნარები გამომევლინა. ეს იყო, აი, ვნება რომ შემოდის უცებ, ეგეთი ვნება შემომდიოდა, რომ სწრაფად დამეწერა და ადრესატისთვის ჩამეგდო. ტექსტებიც არ არის ნაფიქრი – ამოძახილია. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვწერდი იმისთვის, რომ მყვარებოდა და თან დაჩაგრული ყოფილიყო ეს მუსიკა – ისეთივე, როგორიც ჩემი პიროვნება იყო – მსხვერპლი და სიყვარულისთვის უღირსი. ასეთი იყო იმ დროს ჩემი სიმღერები და ჩემი პერსონაჟიც. ამიტომ ეს მუსიკა დღის სინათლეს ვერ ნახულობდა, რადგან ჩემგანვე იყო რეპრესირებული – ავტორისგან.” 

თუმცა წლების შემდეგ გადაწყდა, რომ დროა, თავის დროზე რეპრესირებულმა მუსიკამ, თავის ისტორიებთან ერთად, დღის სინათლე იხილოს. ამ ეტაპზე მარათონის მეოთხე დღეა მეოთხე გამოქვეყნებული სიმღერით. პროექტი ერთ თვეში დასრულდება, თუმცა, როგორც ავტორი ამბობს, სიმღერების წერას კვლავ განაგრძობს და მათ დამალვას მომავალში აღარ აპირებს.

„აწი თუ რამეს დავწერ, უკვე პირდაპირ გამოვაქვეყნებ იმიტომ, რომ მიზეზი ამ შეკავებისა და დამალვის აღარ მაქვს. ასე რომ, დაე, იარსებოს გვაჯიმ, როგორც არტისტმა!”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Pop Shop-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში განიხილეს მომენტი, როცა ოსკარის დაჯილდოებაზე KPOP DEMON HUNTERS-ის გუნდს სიტყვა შეაწყვეტინეს

შემდეგი სტატია

Radiohead-ის გიტარისტი ედ ო’ბრაიენი ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი