ილია II-ის ცნობილი საგალობლები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია II საპატრიარქოს 49 წლის განმავლობაში უძღვებოდა.

სასულიერო მიღვაწეობის გარდა, აღსანიშნავია მისი შემოქმედებითი საქმიანობა მუსიკაში, საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. ილია II არის არაერთი მუსიკალური ნაწარმოებისა და გალობის ავტორი, მათ შორისაა საზოგადოებისთვის ცნობილი საგალობლები: „კირიე ელეისონ”, „წმინდაო ღმერთო”, „ალილუია”, „დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო” და სხვები.

„მაინც რა ურთიერთდამოკიდებულება არის ღმერთსა და ადამიანს შორის? ღმერთი მოდის ჩვენკენ და ჩვენ უნდა მივიდეთ უფალთან. ასეთი პატარა საგალობელი დაიწერა: ‘დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო…’ არის ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანს აღარ შეუძლია გააგრძელოს თავისი გზა. ეცემა ტალახში, ცოდვებში და ეუბნება უფალს: ‘დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო…’ ესე იგი, მე აღარ მაქვს ძალა, რომ მოვიდე შენთან, არამედ შენ მოდი ჩემთან,” – ისაუბრა საგალობლის იდეაზე თავად ილია II-მ 2011 წლის 18 სექტემბრის საკვირაო ქადაგებაში. 

2015 წლის 2 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო გალაკონცერტი გაიმართა, რომელზეც მთლიანად კათოლიკოს-პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Radiohead-ის გიტარისტი ედ ო’ბრაიენი ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

Radiohead-ის გიტარისტის, ედ ო’ბრაიენის თქმით, ჯგუფი 2027 წელს კონცერტებს კვლავ გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი