Iron Maiden-ის დოკუმენტური ფილმის – Burning Ambition-ის ტრეილერი გამოვიდა

ფილმი კინოთეატრებში 7 მაისს გამოვა.
Iron Maiden
JOHN MCMURTRIE

Iron Maiden-ის გზა ლონდონიდან მსოფლიო სტადიონებამდე მთელი თავისი დიდებით აისახა ფილმში – Burning Ambition, რომლის ტრეილერიც უკვე ხელმისაწვდომია.

Iron Maiden-ის ოფიციალური დოკუმენტური ფილმი კინოთეატრებში 7 მაისს გამოვა. ნამუშევარი Universal Pictures-ის კინოპროდუქციაა. ფილმი ასახავს ჯგუფის მოგზაურობას და იმ უამრავ გამოწვევას, რომლებიც მათ გზად შეხვდათ.

„თუ Iron Maiden-ის ფანი ხართ, თქვენ ერთი დიდი ოჯახის ნაწილი ხართ, ჩემო მეგობრებო,” – ამბობს ფრონტმენი ბრიუს დიკინსონი სცენიდან.

ფილმის რეჟისორი მალკოლმ ვენვილია, ხოლო პროდიუსერი – დომინიკ ფრიმენი. დოკუმენტური ნამუშევარი Iron Maiden-ის ხუთ ათწლეულს მოიცავს. მასში გამოყენებულია უნიკალური მასალა ბენდის არქივებიდან, ასევე ინტერვიუები ჯგუფის წევრებთან, მსახიობ ხავიერ ბარდემთან, მუსიკოსებთან – ლარს ულრიხთან, Chuck D-სთან, ტომ მორელოსთან და ერთგულ ფანებთან მთელი მსოფლიოდან. ვიდეოში ბარდემი, რომელსაც Maiden-ის შავი მაისური აცვია, როკერებს „მეტალის ღმერთებს“ უწოდებს, ხოლო Chuck D აღნიშნავს: „ამ ჯგუფმა საკუთარი სამყარო შექმნა“.

1975 წელს აღმოსავლეთ ლონდონში ჩამოყალიბებული Iron Maiden ჟანრის სცენის გიგანტად მიიჩნევა. ჰგიფმა 17 სტუდიური ალბომი გამოსცა და 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი გაყიდა. ბენდს ჩატარებული აქვს 2 500-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 64 ქვეყანაში.

მწვერვალისკენ მიმავალი გზა მარტივი არ ყოფილა. როკერებმა გადაიტანეს შემადგენლობის ცვლილებები, ემოციური გადაწვა და ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა, ფანებს იმედი არასდროს დაუკარგავთ, მუსიკა არ გაჩერებულა და მათი ისტორია გრძელდებოდა. 

2025 წელს ჯგუფის არსებობის 50 წელი შესრულდა, რაც აღინიშნება ორწლიანი მსოფლიო ტურნეთი – Run For Your Lives. ბენდმა ასევე გამოუშვა მერჩენდაიზი და პირველი ოფიციალური ილუსტრირებული წიგნი – Infinite Dreams.  Iron Maiden ნომინირებულია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

ამავდროულად, ზაფხულში Cleopatra Entertainment-ის მეშვეობით გამოვა ცალკე ფილმი Iron Maiden-ის უწინდელი ვოკალისტის, პოლ დიანოს ცხოვრების შესახებ. ფილმის – Di’Anno: Iron Maiden’s Lost Singer – რეჟისორი ვეს ორშოსკია. გადაღებები მიმდინარეობდა ინგლისში, ხორვატიაში, ბრაზილიასა და აშშ-ში. დიანო 2023 წლის ოქტომბერში, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოსკარის დაჯილდოების შემდეგ Sinners-ისა Kpop Demon Hunters-ის სტრიმები და გაყიდვები გაიზარდა

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი იხსენებს დროს, როცა ფელა კუტის მარიხუანის მოწევაზე უარი ვერ უთხრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი