ნორა ჯონსი Ray Charles Architect of Sound-ის ჯილდოს მფლობელი გახდება

2026 წლის Grammy Hall of Fame-ის გალა ღონისძიებაზე ნორა ჯონსს საპატიო ჯილდო გადაეცემა, Warner Records კი წლის ლეიბლად დასახელდება.
ნორა ჯონსი გრემის 67-ე დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: RICH POLK/BILLBOARD
ნორა ჯონსი გრემის 67-ე დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი.
ფოტო: RICH POLK/BILLBOARD

8 მაისს, კალიფორნიაში, სასტუმრო The Beverly Hilton-ში გამართულ Grammy Hall of Fame-ის საზეიმო გალაზე გრემის ათგზის მფლობელ ნორა ჯონსს Ray Charles Architect of Sound-ის ჯილდოს გადასცემენ.

ნორა ჯონსსა და რეი ჩარლზს განსაკუთრებული შემოქმედებითი ისტორია აკავშირებთ: მათ ერთად ჩაწერეს 1967 წლის ჰიტის, Here We Go Again-ის დუეტი, რომელიც ჩარლზის უკანასკნელ სტუდიურ ალბომში, Genius Loves Company-ში შევიდა. 2005 წელს, ლეგენდარული მუსიკოსის გარდაცვალებიდან რვა თვის შემდეგ, ამ სიმღერამ ორი „გრემი“ მოიპოვა: წლის ჩანაწერისა და საუკეთესო პოპ-კოლაბორაციის ნომინაციებში.

ამავე საღამოს, Warner Records ოფიციალურად დასახელდება 2026 წლის ლეიბლად. ამ აღიარებას Recording Academy და Grammy Museum ერთობლივად გასცემენ.  წინა წლებში ეს ტიტული Atlantic Records-მა (2024) და Republic Records-მა (2025) დაიმსახურეს.

ნორა ჯონსმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება:

„ჩემთვის დიდი პატივია  Ray Charles Architect of Sound-ის ჯილდოს მიღება, ჩარლზი ჩემი მუსიკალური გმირი იყო. მან მუსიკის მოსმენისა და შეგრძნების მიდგომა შეცვალა, მის მუსიკალურ მემკვიდრეობასთან ჩემი გარკვეული კავშირი და ამ საღამოში მონაწილეობა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.“ – განაცხადა მუსიკოსმა.

„ნორა ჯონსი იმ ტიპის არტისტს წარმოადგენს, რომელიც მუსიკასა და კულტურაში ხანგრძლივ კვალს ტოვებს. მისი შემოქმედება ღრმა მუსიკალურობით და ემოციური გულწრფელობითა და გამოირჩევა, რაც თავად რეი ჩარლზის მემკვიდრეობას ეხმიანება.“ – განაცხადა Harvey Mason Jr.-მა.

“ნორა ჯონსმა შექმნა ნამუშევრები, რომლებიც მუსიკალური სიღრმით და ხმოვანებით გამოირჩევა რომელთაც წამსვე ამოიცნობ.  მისმა არტისტობამ სხვადასხვა თაობასა და ჟანრში ჰპოვა გამოძახილი, სწორედ აქედან გამომდინარე, ის ამ ჯილდოს რჩეული კანდიდატია.” – განაცხადა Michael Sticka-მ, Grammy Museum-ის პრეზიდენტმა. 

„რეი ჩარლზი იყო გამორჩეული არტისტი, რომლის გავლენაც დღესაც მუსიკის ყველა კუთხეში აღწევს. ეს ჯილდო სწორედ მისი ორიგინალურობის, სრულყოფისა და პატივსაცემის ნიშნად შეიქმნა. ნორა ჯონსი კი არის არტისტი, რომლის შემოქმედებაც ამ თვისებებს ასე ლამაზად ასახავს.  ძალიან გვიხარია, რომ წელს სწორედ მას გადაეცემა Architect of Sound-ის ჯილდო.” – განაცხადა Valerie Ervin-მა, The Ray Charles Foundation-ის პრეზიდენტმა.

გალა კონცერტზე ნორა ჯონსთან ერთად, სხვა ცნობილი არტისტებიც წარდგებიან. 2003 წელს ის გახდა მესამე ქალი არტისტი (ლოურენ ჰილისა და ალისია ქეისის შემდეგ), რომელმაც ერთ საღამოში ხუთი გრემი მიიღო. მას ბოლო ჯილდო 2025 წელს აქვს მიღებული, საუკეთესო ტრადიციული პოპვოკალური ალბომისთვის – Visions. ღონისძიებაზე ასევე პატივს მიაგებენ 2026 წლის Grammy Hall of Fame-ში შესულ 14 ახალ ჩანაწერს (11 ალბომი და 3 სინგი), რომლებიც თებერვალში გამოცხადდა.

გრემის დიდების დარბაზის (Grammy Hall of Fame) გალა ღონისძიებას კვლავ ტელეჟურნალისტი ენტონი მეისონი გაუძღვება, შოუს პროდიუსერი კენ ერლიხი იქნება, რომელიც 40 წლის განმავლობაში იყო „გრემის“ დაჯილდოების აღმასრულებელი პროდიუსერი.  მასთან ერთად პროექტზე იმუშავებენ რონ ბაზილი, შანტელ სოსედო, ლინდსი სონდერს კარლი და ლინ შერიდანი. მუსიკალური ხელმძღვანელის პოსტს კი გრემისა და ლათინო გრემის მფლობელი კომპოზიტორი, პროდიუსერი და დირიჟორი – ჩეჩე ალარა დაიკავებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Radiohead-ის გიტარისტის, ედ ო’ბრაიენის თქმით, ჯგუფი 2027 წელს კონცერტებს კვლავ გამართავს

შემდეგი სტატია

ოსკარის დაჯილდოების შემდეგ Sinners-ისა Kpop Demon Hunters-ის სტრიმები და გაყიდვები გაიზარდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი