რიკი მარტინი საქართველოში კონცერტს გამართავს

კონცერტის სპეციალური სტუმარი ნატალი იმბრულია იქნება.
რიკი მარტინი
JOHN PARRA/GETTY IMAGES

16 ივლისს საქართველოს რიკი მარტინი ეწვევა. პოპვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე კონცერტს პირველად გამართავს. შოუ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე შედგება. 

საქართველო მომღერლის საერთაშორისო ტურნეს ერთ-ერთი გაჩერებაა, რომლის ფარგლებშიც მარტინი მსმენელს საკუთარი რეპერტუარის ყველაზე ცნობილ და ენერგიულ ჰიტებს წარუდგენს, როგორებიცაა მისი სავიზიტო სიმღერები: Livin’ la Vida Loca, რომელმაც 5 კვირა გაატარა Billboard Hot 100-ის ლიდერ პოზიციაზე, ასევე Maria, Nobody Wants to Be Lonely და სხვები. ჯამში მარტინს Billboard Hot 100-ის 16 სიმღერა და Billboard 200-ის ცხრა ალბომი აქვს, რომელთაგანაც ალბომი Ricky Martin ჩარტის პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

1991 წლის სადებიუტო სოლო ალბომის გამოცემის შემდეგ მომღერალმა 95 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, მოიპოვა პლატინის არაერთი სერტიფიკატი და გახდა ორი გრემისა და ხუთი ლათინური გრემის მფლობელი. წელს რიკი მარტინი Bad Bunny-ს ცნობილ Super Bowl Halftime Show-ზეც წარდგა. 

რიკი მარტინთან ერთად საქართველოს ეწვევა მომღერალი ნატალი იმბრულიაც, რომელიც კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარდგება. 

იმბრულიამ საერთაშორისო აღიარება 1997 წელს მოიპოვა სადებიუტო ალბომით Left Of The Middle. მისი ჰიტი Torn ჩარტების სათავეში მოექცა და ავსტრალიის რადიოებში 1990 წლის შემდეგ ყველაზე ხშირად გაშვებული სიმღერა გახდა . თავად ალბომი კი მსოფლიოში 7 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

KATSEYE RAHUL BHATT

გაეცანით კვირის ახალ მუსიკალურ რელიზებს – Lady Gaga, Doechii, The Strokes და სხვა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი