Quemmekh-ის და Mishvardi-ს მუსიკალური კოლაბორაცია

არტისტებს მუსიკალური ექსპერიმენტებისა და ჟანრების სინთეზის სიყვარული აერთიანებთ.
Quemmekh x Mishvardi – Kundera

Quemmekh-მა და Mishvardi-მ ერთობლივი ნამუშევარი, სახელწოდებით Kundera წარადგინეს. ტრეკში ორი განსხვავებული არტისტის ხედვა ერთმანეთს მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეხვდა.

კოლაბორაციის იდეა სპონტანურად გაჩნდა. როგორც არტისტები იხსენებენ, პროცესი უფრო მუსიკალურ თავგადასავალს ჰგავდა, ვიდრე წინასწარ გაწერილ გეგმას.

Mishvardi:

„Quemekh მოვიდა, მოდი, ვიკაიფოთო და მეც ვიკაიფე. წინაპირობა არ ყოფილა. პირველ პაემანს უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი“.

Quemmekh-ის თქმით, მათ მუსიკალური ექსპერიმენტებისა და ჟანრების სინთეზის სიყვარული აერთიანებთ. სწორედ ამან მისცა საშუალება, მრავალი იდეიდან ის კონკრეტული მელოდია და შინაარსი შეექმნათ, რომელიც ორივე მათგანს გამოხატავს.

Quemmekh:

 „ახალი და ტრადიციული ჟანრების სინთეზი ალბათ ის საერთო ხაზია, რამაც მუსიკალურად გაგვაერთიანა. ბევრი სხვადასხვა იდეის მოსინჯვის მერე უბრალოდ იმ მელოდიაზე და შინაარსზე შევჯერდით, რომელიც ამ იდეებში ყველაზე მეტად მოგვეწონა. ტექსტისა და ინტონაციის ინტერპრეტაცია ინდივიდუალურია და მსმენელზეა დამოკიდებული, თუ რას აღმოაჩენს მასში.”

როგორც Billboard Georgia-სთან საუბრისას Quemmekh და Mishvardi ამბობენ, სამუშაო პროცესი, რომელიც თავიდან სპონტანურად დაიწყო, საბოლოოდ ძალიან ორგანულ გამოცდილებად იქცა. არტისტების თქმით, ამ პროცესისგან ბევრი რამ ისწავლეს და მათთვის შედარებით უცხო ტერიტორიებზე მოსინჯეს თავი.

„ვისწავლეთ, ან კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ  მნიშვნელობა არ აქვს, რა ჟანრის წარმომადგენელი ხარ, მძიმე მეტალს უკრავ თუ აფხაზურ ჰიპ-ჰოპს იგონებ – კოლაბორაციისას მთავარია, რომ არტისტებს მუსიკა ერთნაირად უყვარდეთ და ყველაფერი მარტივად და შესანიშნავად გამოვა,” – ამბონს Quemmekh. 

არტისტების თქმით, აუდიტორიამ ნამუშევარი კარგად მიიღო. მსმენელთა უმრავლესობისთვის ეს აღმოჩნდა მოულოდნელი კოლაბორაცია, რომლითაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madonna და საბრინა კარპენტერი Coachella-ს სცენაზე 2026 წლის Coachella Valley-ის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი Empire Polo Club, 2026 წლის 17 აპრილი, კალიფორნია. Kevin Mazur/Getty Images for Coachella

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: Madonna და საბრინა კარპენტერი, Kacey Musgraves, ზარა ლარსონი და სხვები

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი