შაკირა 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერას აანონსებს

სიმღერას, სახელწოდებით Dai Dai, კოლუმბიელი მომღერალი Burna Boy-სთან ერთად ასრულებს.
შაკირა
KEVIN MAZUR

შაკირა დამსახურებულად ინარჩუნებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მუსიკალური დედოფლის სტატუსს. კოლუმბიელი ვარსკვლავი კიდევ ერთხელ შეირჩა მთავარი საფეხბურთო მოვლენის ოფიციალური სიმღერის შესასრულებლად. ამჯერად, სიმღერას, სახელწოდებით Dai Dai, შაკირა ნიგერიელ მომღერალთან, Burna Boy-სთან ერთად შეასრულებს.

Global Citizen-ისა და FIFA World Cup-ის ოფიციალურ გვერდებთან ერთად გამოქვეყნებულ ვიდეოში შაკირას ლურჯი ქვედაბოლო და ყვითელი ზედატანი აცვია და ხელში ფეხბურთის ბურთი უჭირავს. მარაკანას სტადიონზე გადაღებული ერთწუთიანი ვიდეო აანონსებს სიმღერასა და ვიდეოკლიპს, რომლის პრემიერაც 14 მაისს შედგება. ვიდეოს ბოლოს ჩანს სტადიონი, წარწერით „მზად ვართ”.

Dai Dai მარტივად დასამახსოვრებელი, რეგეტონით გაჯერებული აფრობიტსის ჟანრის სიმღერაა, რომელიც შესანიშნავად ერწყმის როგორც შაკირას, ისე Burna-ს მუსიკალურ სამყაროს.

კოლუმბიელი მომღერლისთვის ეს უკვე მეორე მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერაა ლეგენდარული Waka, Waka (This Time for Africa)-ს შემდეგ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართული 2010 წლის ჩემპიონატისთვის ჩაიწერა. 

Waka Waka-მ „ბილბორდის” ლათინური სიმღერების ჩარტში მეორე, ხოლო Billboard Hot 100-ში 38-ე პოზიცია დაიკავა. 

Dai Dai-ს შესახებ სიახლე მოჰყვა შაკირას გამოსვლას რიო-დე-ჟანეიროში გამართულ უფასო ფესტივალზე, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ამასთანავე, ცოტა ხნის წინ მომღერალმა თავისი მოთხოვნადი ტურნეს, Las Mujeres Ya No Lloran World Tour-ის ახალი, აშშ-ის კონცერტები დააანონსა. 

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ახალმა ქართულმა ლეიბლმა – ONEONEWORLD-მა  მუსიკალური ვიდეო, სახელწოდებით TAIFUN წარადგინა

შემდეგი სტატია

MUNA Dean Bradshaw

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: Charli xcx, MUNA, Kelela და სხვები

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი