„ყველა გმირი მკვდარია“ – ჯგუფ SPID-ის ახალი მუსიკალური ვიდეო

ვიზუალური ნამუშევრის საფუძველი დიზაინერ მერაბ ლომაძისა და ბენდ SPID-ის კოლაბორაცია გახდა.
SPID – „ყველა გმირი მკვდარია“

მუსიკალური ჯგუფი SPID ახალ სინგლს, სახელწოდებით „ყველა გმირი მკვდარია“ და მასზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს ავრცელებს.

ტრეკი კოლაბორაციული ნამუშევარია არტისტ დაჩი დოდაშვილთან, რომელიც ახლა უკვე SPID-ს ბასისტის სტატუსით შეუერთდა.

„ტრეკის სახელი ქართულ რეალობას ძალიან უხდება. ქართველი ხალხი დიდი ხანია, გაჭედილი ვართ ერთ ადგილას ამ გმირის მოლოდინში, ყოველთვის ვეძებთ სახე-ხატებს, რომ გამოსავალი გვაპოვნინონ და ველოდებით გმირებს, ვინც გადაგვარჩენს. ეს ტრეკი შეხსენებაა ადამიანებისთვის, რომ არ დაელოდონ გმირებს და თვითონ გადადგან პირველი ნაბიჯი, გახდნენ საკუთარი თავის გმირები და თვითონ მოკლან საკუთარ თავში ძალაუფლების სიმბოლოები” – სანდრო ბერიაშვილი, SPID-ის ფრონტმენი. 

ვიზუალური ნამუშევრის საფუძველი დიზაინერ მერაბ ლომაძისა და ბენდ SPID-ის კოლაბორაცია გახდა. ვიდეოს გადაღების იდეა სპონტანურად გაჩნდა. დიზაინერ მერაბო ლომაძეს მოდის კვირეულზე წარსადგენად, თავისი ახალი კოლექციისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება სურდა, რომლის საუნდტრეკადაც SPID-ის კომპოზიცია წარმოედგინა. ეს იდეა ზუსტად დაემთხვა მუსიკოსების შემოქმედებით პროცესს – ისინი ზუსტად იმ პერიოდში მუშაობდნენ ტრეკზე, რომელიც მოგვიანებით პროექტის მთავარ ჟღერადობად იქცა. შედეგად შეიქმნა ვიდეო, რომელიც ერთდროულად არის კოლექციის ერთგვარი ვიდეოკამპანიაც, სახელწოდებით „უკანასკნელი კარუსელი“ (The Last Carousel), და კლიპიც სიმღერისთვის – „ყველა გმირი მკვდარია“.

ვიდეოზე რეჟისორმა ტასო უგულავამ იმუშავა. სიუჟეტი ნისლიან ტყეში ვითარდება და მის ცენტრში ხუთი ბიჭია, რომლებიც თითქოს უსასრულო დამალობანასა და დაჭერობანას თამაშში არიან ჩართული. როგორც SPID-ის წევრები განმარტავენ, დროთა განმავლობაში ეს უწყინარი თამაში გადარჩენის ინსტინქტად გარდაიქმნება – სივრცედ, სადაც ბავშვური აგრესია, წარსულის მოგონებები და შინაგანი შიშები ერთმანეთს ეჯახება.

SPID – „ყველა გმირი მკვდარია“

კონცეპტუალურად, ვიზუალური ნამუშევარი მერაბ ლომაძის ბავშვობის მოგონებებსა და საცხენოსნო კულტურის ესთეტიკას ეფუძნება და გადმოსცემს იდეას, რომ ბავშვობის ემოციები ზრდასრულ ასაკშიც აგრძელებს ჩვენში არსებობას.

„ვიდეოზე მუშაობისა და გადაღების პროცესი საკმაოდ საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. შემოქმედებითი პროცესი კიკეთში მიმდინარეობდა, სადაც იმდენად მისტიკური, ნისლიანი ამინდი და უცნაური აურა დაგვხვდა, რომ ყველანი გაოცებულები დავრჩით. გადაღებები სულ რამდენიმე საათში დავასრულეთ და საბოლოო ნამუშევრით თითოეული ჩვენგანი ძალიან კმაყოფილია.” – ლუკა კალანდაძე, SPID-ის გიტარისტი, პროდუსერი და ბექ ვოკალისტი. 

რაც შეეხება SPID-ის სამომავლო გეგმებს, მუსიკოსები სტუდიაში აქტიურ მუშაობას აგრძელებენ და მსმენელს ახალ მუსიკას სულ მალე და ძალიან ხშირად გაუზიარებენ. ბენდის წევრების თქმით, უამრავი თემა და სოციალური პრობლემაა, რომლებსაც საკუთარ მუსიკაში უნდა შეეხონ და საზოგადოებამდე მიიტანონ.

SPID – „ყველა გმირი მკვდარია“

ერთ-ერთი უახლოესი პროექტი დაჩი დოდაშვილთან კოლაბორაციული კრებულის შექმნაა, რაც მათ მუსიკალურ კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს. ამავდროულად, ჯგუფი აქტიურად ემზადება ზაფხულის სეზონის ლაივებისა და პერფორმანსებისთვის.

SPID 2022 წელს დაფუძნდა და მისი წევრები ლუკა კალანდაძე, სანდრო ბერიაშვილი და დაჩი დოდაშვილი არიან. ჯგუფის ჟანრობრივი მიმართულება ინდუსტრიული ელექტრო მეტალია, რომელიც ჰიპ-ჰოპის, ტექნოს, გრანჟის და პოპის ელემენტებს აერთიანებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

შემდეგი სტატია

ხმის დაიზაინის ქართულმა კომპანია POSTRED-მა ჯეიმს გრეის ახალ ფილმზე – Paper Tiger-ზე იმუშავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი