პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი
YouTube/SNL/NBC

Saturday Night Live-ში (SNL) სეზონის დასკვნითმა ეპიზოდმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ პოლ მაკარტნის დაუთმო. The Beatles-ის წევრმა 16 მაისის გამოშვებაში, რომლის წამყვანიც უილ ფერელი იყო, სტანდარტული ორი სიმღერის ნაცვლად სამი კომპოზიცია შეასრულა. ამასთან, მან მონაწილეობა მიიღო დამატებით ეპიზოდებშიც – მონოლოგსა და იუმორისტულ სკეტჩებში. 

პოლ მაკარტნი სცენაზე მუსიკალური სტუმრის სტატუსით მეხუთედ წარდგა და 51-ე სეზონი საზეიმოდ დახურა. მუსიკოსი ბოლოს SNL-ის სცენაზე 13 წლის წინ  გამოჩნდა, მანამდე კი შოუში 1980, 1993, 2010 და 2012 წლებში მონაწილეობდა. 

ახლა უკვე პოლ მაკარტნი Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმრობის ხუთგზის მონაწილეა. მუსიკოსი SNL-ის ფინალური სეზონის სცენაზე პირველად სიმღერით Days We Left Behind წარდგა, რომელიც მისი მომავალი ალბომის, The Boys of Dungeon Lane-ის მთავარი სინგლია, ალბომი კი ოფიციალურად 29 მაისს გამოვა. 

ამის შემდეგ მაკარტნიმ ენერგიული კომპოზიცია, 1974 წლის კლასიკად აღიარებული – Band on the Run შეასრულა, რომელმაც თავის დროზე Billboard Hot 100-ში პირველი ადგილი დაიკავა.

ინგლისელი მუსიკის ლეგენდა საღამოს ეთერში დამატებითი ეპიზოდებშიც გამოჩნდა: წამყვან უილ ფერელის მონოლოგში, სადაც იუმორისტულ სცენაში ფერელი Red Hot Chili Peppers-ის დრამერ ჩად სმიტში ერეოდა და სკეტჩში, სადაც ფერელთან და მარსელო ერნანდესთან ერთად ავტომექანიკოსის როლს ასრულებდა. 

შოუს დასასრულს მაკარტნი ტრადიციული დამშვიდობების ნაცვლად მაყურებლის წინაშე თავისი 1980 წლის ჰიტით, Coming up-ით წარდგა, რომელიც Billboard Hot 100-ში პირველ ადგილზე მოხვდა. 

ნახეთ პოლ მაკარტნის შთამბეჭდავი გამოსვლა SNL-ის სცენაზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა

შემდეგი სტატია

„ყველა გმირი მკვდარია“ – ჯგუფ SPID-ის ახალი მუსიკალური ვიდეო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი