Foo Fighters-მა ახალი კლიპი საქართველოში გადაიღო და ქართველებისგან შემდგარ საპროდიუსერო გუნდთან ითანამშრომლა

კლიპის საპროდიუსერო სერვისი კომპანია Münchhausen Productions-მა უზრუნველყო.
Foo Fighters – Of All People

როკმუსიკის ცნობილმა ბენდმა – Foo Fighters-მა ახალი კლიპი, სახელწოდებით Of All People გამოუშვა. თუმცა ქართველი მსმენელისათვის ეს ნამუშევარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: კლიპის სცენები საქართველოშია გადაღებული და პროექტზე ქართველი პროფესიონალების მრავალრიცხოვანმა გუნდმა იმუშავა.

კლიპის საპროდიუსერო სერვისი კომპანია Münchhausen Productions-მა უზრუნველყო.  Münchhausen ოპერირებს როგორც საქართველოში, ისე ესტონეთში, ლატვიაში, ესპანეთსა და ფინეთში. Foo Fighters-ის კლიპის აღმასრულებელი პროდიუსერები სანდრო ალანია და შოთა ალანია არიან, ხოლო პროექტის მენეჯმენტსა და კოორდინაციას სალომე სოხაძე და ანა გელაშვილი უძღვებოდნენ.

ქართულმა გუნდმა სრულად უზრუნველყო გადასაღები მოედნის მართვა, ტექნიკური მხარე, არტ-მიმართულება და კასტინგი. რეჟისორის პირველი ასისტენტის პოზიციაზე გურამ ბაქრაძე მუშაობდა, ხოლო კამერის, განათებისა და სეტის დიზაინის დეპარტამენტები თითქმის მთლიანად ქართველი პროფესიონალებით დაკომპლექტდა.

აღსანიშნავია, რომ Münchhausen Productions-ის გუნდის როგორც წამყვანი მენეჯერული და შემოქმედებითი პოზიციები, ისე ტექნიკური გუნდი უმეტესად ქართველებით არის დაკომპლექტებული. Münchhausen Productions-ის სააგენტოს პორტფელი აერთიანებს თანამშრომლობებს ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არის Paramount +, Showtime და სხვა ცნობილი კინოკომპანიები და პლატფორმები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

21 Savage ესწრება Audemars Piguet-ის მიერ AP House Atlanta-ს გახსნის ცერემონიას 2026 წლის 6 მაისი, ატლანტა. Paras Griffin/Getty Images Audemars Piguet

21 Savage-მა მისი და Latto-ს საერთო შვილის ფოტო პირველად გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი