Charli xcx-მა ახალი მუსიკალური ვიდეო – Playboy Bunny გაავრცელა

Playboy Bunny მუსიკოსმა თავისი მეორე ინსტაგრამ ანგარიშით – B-side-ის მეშვეობით გაავრცელა.
Charli xcx – Playboy Bunny
CHARLI XCX IG

ახალი სიმღერის – SS26-ის გამოშვების შემდეგ, Charli xcx მსმენელებს თავისი უახლესი ალბომიდან კიდევ ერთი ახალი სინგლის ნაწყვეტს უზიარებს.

23 მაისს არტისტმა სოციალურ ქსელში ტრეკი Playboy Bunny გამოაქვეყნა. „ეს არის ვიდეო სიმღერისთვის Playboy bunny, რომელიც SS26-ის გადაღების მომდევნო დღეს გადავიღეთ. მართალი გითხრათ, საშინელი ნაბახუსევი მქონდა,” – დაწერა ჩარლიმ პოსტის აღწერაში.

მინიმალისტურ, შავ-თეთრ მუსიკალურ ვიდეოში პოპვარსკვლავი პარიზის ქუჩებში სეირნობს და ეიფელის კოშკის ფონზე პოზირებს. 

Playboy Bunny-ს ვიდეოს ნახვა მხოლოდ ინსტაგრამზეა შესაძლებელი, თავად სიმღერა კი SS26-ის ლიმიტირებული ტირაჟის ვინილზე გამოიცემა. აღსანიშნავია, რომ Playboy Bunny მუსიკოსმა თავის მეორე ინსტაგრამ ანგარიშით – B-side-ის მეშვეობით გაავრცელა. 

 „მიზეზი, რის გამოც ეს ორი სიმღერა [SS26 და Playboy Bunny] ერთმანეთთანაა დაკავშირებული, არის ის, რომ ისინი გარკვეულწილად სრულიად ურთიერთსაპირისპიროა და მთავარი კონცეფციაც სწორედ ეს არის.” 

მან ასევე აღნიშნა, რომ B-side-ზე გამოქვეყნებული ტრეკები სტრიმინგ პლატფორმებზე არასდროს აიტვირთება, თუმცა შესაძლოა, მომავალში ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს.

მაისის დასაწყისში ჩარლიმ გააზიარა სინგლი I Keep On Thinking Bout You Every Single Day and Night, რომელიც ვინილის მეორე მხარეს, ე.წ. B-side-ზე გამოვიდა.  

21 მაისს ჩარლიმ თავისი ახალი სიმღერა SS26 და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა, სადაც არტისტი პარიზის პოდიუმებზე მოდის სახლების სამოსით დადის. ვიდეო Rock Music-ის გავრცელებიდან ორი კვირის შემდეგ გამოვიდა.

რაც შეეხება ჩარლის მეშვიდე სტუდიურ ალბომს, მას ჯერჯერობით არც სახელწოდება აქვს და არც გამოსვლის თარიღია ცნობილი.

2024 წლის წარმატებული ალბომის, Brat-ის შემდეგ Charli xcx-მა სინგლი Rock Music დააანონსა, რაც საცეკვაო ჟანრიდან როკზე გადასვლის განზრახვა იყო: „მგონია, რომ საცეკვაო მოედანი მკვდარია, ასე რომ, ახლა ჩვენ როკმუსიკას ვქმნით,” – განაცხადა არტისტმა.

ორივე ტრეკი – Rock Music და SS26 ჩარლის დაანონსებულ, ჯერ კიდევ უსათაურო ალბომში შევა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შემდეგი სტატია

ბექა გოჩიაშვილი და Electric Trio – რუსთაველის ეროვნულ თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი