ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels
ფიბი ბრიჯერსი
Frank Ockenfels

Billboard-ის პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი (Friday Music Guide) ყოველკვირეულად ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს მიმოიხილავს.  

გასულ კვირას ამ სიაში კაროლ ჯი, Role Model, FLO, Stray Kids და სხვა არტისტების ახალ ნამუშევრები მოხვდა. ამ კვირაში კი ინდი-როკის მუსიკოსმა ფიბი ბრიჯერსმა მესამე სტუდიური ალბომის, Lost Weekend-ის გამოცემა დააანონსა, KATSEYE-მ მესამე EP წარადგინა, ხოლო აირა სტარმა ასევე მესამე სტუდიური ალბომი გამოაქვეყნა.

გაეცანით Billboard-ის მიერ შერჩეულ კვირის მნიშვნელოვან მუსიკალურ რელიზებს: 

ფიბი ბრიჯერსი – Lost Weekend

მას შემდეგ, რაც ფიბი ბრიჯერსმა ივნისის დასაწყისში ნიუ-იორკის Madison Square Garden-ში ნახევრად იმპროვიზებული, თუმცა დიდი მოთხოვნით გამორჩეული შოუ გამართა, მალევე გაჩნდა განცდა, რომ არტისტი რაღაც ახალს ამზადებდა. 

რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ეს ვარაუდი დადასტურდა, ინდი-როკის ვარსკვლავმა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სოლო ალბომი –  Lost Weekend დააანონსა.

16 ტრეკისგან შემდგარი ალბომი, Billboard-ის კრიტიკოსის, ქრისტინ უერთმანის შეფასებით, „მწუხარებასა და სიხარულს, მღელვარებასა და სიმშვიდეს შორის მერყეობს“. 

KATSEYE – WILD

მიუხედავად იმისა, რომ გოგონათა ჯგუფის შემადგენლობაში ბოლო პერიოდში ცვლილებები მოხდა, ერთი რამ ცხადია: KATSEYE აქტიურად მუშაობს ახალ მუსიკაზე.

ჯგუფის მესამე EP – WILD, რომელიც HYBE x Geffen Records-ის ლეიბლზე გამოვიდა, მძლავრი, ენერგიული და დინამიური ტრეკებითაა გაჯერებული. მათ შორისაა სინგლი Pinky Up და მთავარი ტრეკი Hootie Frutti. 

როგორც EP-ის რელიზშია ნათქვამი, პროექტი „ზრდისა და ტრანსფორმაციისგან გამოწვეულ გიჟურ თავგადასავალს ასახავს“ და სათავეს უდებს ამჟამად ოთხწევრიანი ჯგუფის ახალ „ელექტრომაგნიტურ ეპოქას“.  – აღნიშნავს ლინდსი ჰეივენსი. 

ანამარია ბურდული და ჯიმი ჩეიმბერსი –  „ზამთარია”

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა – ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.

„დიდი ხანია, მქონდა იდეა, ეს სიმღერა მეთარგმნა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა და მაინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა მისი შინაარსის ინგლისურად გადმოცემა. მინდოდა, ჩემს ინგლისელ მეგობრებსაც გაეგოთ, როგორი შეგრძნებაა ქართული სიმღერის ემოციის გადმოტანა. ამ პროცესში ჯიმიც ძალიან დამეხმარა, რადგან მან თავად ისწავლა ქართული ტექსტი.” – ანამარია ბურდული – მუსიკოსი.

ტროი სივანი – She’s the Best

ტროი სივანი ბრუნდება და არა მხოლოდ ახალი სინგლით. პოპმომღერლის დაბალ ტონალობაში შესრულებული She’s the Best კონკრეტული ადამიანის იმ თვისებებს ეძღვნება, რომლებიც მას აღაფრთოვანებს. სიმღერა მისი მეოთხე ალბომის წამყვანი ტრეკია. ალბომი კი Interscope-ის ლეიბლზე 9 ოქტომბერს გამოვა.

„She’s the Best არის ტილო, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველა განწყობასა და ფერს ასახავს. ის იკვლევს ბოლო რამდენიმე წლის ინტენსიურ პერიოდს, მის მწვერვალებს, მარტოობასა და ნოსტალგიას, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა იმალებოდა.

ეს ქაოსური, მრავალშრიანი, ორგანული, რთული და ცოცხალი ნამუშევარია. მგონია, რომ ეს არის ჩემი თავის ყველაზე გულწრფელი და შემოქმედებითი ვერსია, რაც კი ოდესმე გამიზიარებია.” – აღნიშნა ტროი სივანმა. 

აირა სტარი – STARRGIRL

ნიგერიელი აფროპოპის არტისტი აირა სტარი ალბომ STARRGIRL-ით ბრუნდება. ეს მისი რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარია და პირველი სრული ფორმატის პროექტი 2024 წლის The Year I Turned 21-ის შემდეგ.

16-ტრეკიან ალბომში, რომელშიც Wizkid-თან ერთად ჩაწერილი, გრემიზე ნომინირებული Gimme Dat-იც შედის, აირა სტარი საცეკვაო მუსიკისა და R&B-ის უფრო მეტ ელემენტს გვთავაზობს.

„აირა სტარი ახალ ალბომში სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობს, მათ შორის ლეონ თომასთან, kwn-თან და ზეინთან. დენი ოუშენთან ერთად კი არტისტმა  Hot Body-ს ლათინო რემიქსი ჩაწერა. ახალი ალბომით აირა სტარი წარმატებით ამტკიცებს, რომ სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში თავის დამკვიდრება ნამდვილად შეუძლია.“ – კაილ დენისი.

OCD. –  „ეს ქალაქი“

OCD.-იმ 10 აგვისტოს ახალი სიმღერა  „ეს ქალაქი“ გამოაქვეყნა. კომპოზიციის ავტორი თავად ვოკალისტი დაჩი მდივნიშვილია. მისი თქმით, სიმღერის მთავარი ინსპირაცია თბილისში არსებული ეკოლოგიური პრობლემა და ქალაქის მიმართ ჩამოყალიბებული განსაკუთრებული, წინააღმდეგობრივი ემოციაა.


ჯორჯა  სმითი – I Lied, You Lie

„სიმღერა I Lied, You Lied გულისცემას აჩქარებს როგორც თავისი დინამიკური ფროდაქშენით, ისე ისტორიით. ახალი ნამუშევარი ერთგვარ შეჯიბრის ჰგავს, რომლის მიზანიც იმის გარკვევაა, თუ ვისი ტყუილი გამჟღავნდება პირველი. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ჯორჯას მსგავსი მშვიდი და ნაზი ხმის ტემბრის მქონე არტისტს შეუძლია, ამ ყველაფრის ფონზე სიმღერა სრულიად აუღელვებლად და მსუბუქად ჟღერდეს.“-  ლინდსი ჰეივენსი.

Torcho ft. Shavi Borshi – „ბოლომდე“

Torcho-მ ახალი სიმღერა სახელწოდებით „ბოლომდე“ გამოუშვა. კოლაბორაციული ტრეკი  ქართველ რეპერთან, „შავ ბორშთან” ერთად ჩაიწერა. სიმღერის ტექსტი და მუსიკა გიორგი სანოძეს ეკუთვნის. ნამუშევრის პროდიუსინგზე გიორგი სანოძემ და გიორგი ბულბულაშვილმა იმუშავეს, პერკუსიის პარტია მერაბ სანოძემ შეასრულა, მიქსინგსა და მასტერინგზე კი ბექა მინაძემ იმუშავა. ტრეკი Sano Studio-ში ჩაიწერა.

„ტრეკის ჩაწერის იდეა ჩემს პროდიუსერს, გიორგი სანოძეს გაუჩნდა. მას სურდა, რომ საზაფხულო სიმღერა გაგვეკეთებინა. ტრეკზე მუშაობისას ბექა მინაძემ გააჟღერა იდეა, რომ ნამუშევარი რეპერთან ერთად ჩამეწერა და თავადვე ახსენა „შავი ბორში”. მისი რამდენიმე ტრეკი ვიცოდი და ეს იდეა ძალიან მომეწონა. მასთან დაკავშირება მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს ინსტაგრამზე მივწერეთ და ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზსა და კით ურბანთან დაშორებაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

Quemmekh-მა დაანონსებული ალბომის პირველი სინგლი გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი