სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
Soul Train
Tatuza Jazz Club

9 ოქტომბერს Tatuza Jazz Club 70-იანი წლების სოულის, ფანკისა და R&B-ის მუსიკალურ შოუს უმასპინძლებს. სცენაზე მსმენელის წინაშე მუსიკალურ პროგრამას წარადგენს პროექტი – Soul Train და აუდიტორიას კლასიკური ამერიკული საცეკვაო მუსიკის, ცოცხალი შესრულებისა და ჯაზური იმპროვიზაციის სინთეზს შესთავაზებს.

Soul Train არის სპეციალურად შექმნილი მუსიკალური პროექტი და პროგრამა, რომელიც შვეიცარიული ინსტრუმენტული კოლექტივის – JJ’s Hausband-ისა და ამერიკელი სოულ-არტისტის, რეჯი სონდერსის მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბდა.

JJ’s Hausband 2003 წელს შვეიცარიაში დაარსებული ბენდია, რომელსაც სათავეში დრამერი და მუსიკალური დირექტორი ჯეი ჯეი ფლუკი (J.J. Flueck) უდგას. კოლექტივი ძირითადად სოულისა და Urban Groove-ის ჟანრში მუშაობს და შოუებზე მსმენელს ცოცხალ იმპროვიზაციას სთავაზობს.

ვოკალისტი და კომპოზიტორი რეჯი სონდერსი (Reggie Saunders) წარმოშობით ლოს-ანჯელესიდან არის და ამჟამად ციურიხში მოღვაწეობს. ის პროექტს ამერიკული სოულისთვის დამახასიათებელ ვოკალურ მანერას და განსაკუთრებულ ენერგეტიკას სძენს. 

ჯეი ჯეი ფლუკთან და რეჯი სონდერსთან ერთად, Soul Train-ის შემადგენლობაში არიან: მეთიუ სავნიკი (Matthew Savnik) – კლავიში; სემ ზიგენტალერი (Sam Siegenthaler) – გიტარა; პასკალ პ. კეზერი (Pascal P. Kaeser) – ბასი.

წლების განმავლობაში შემსრულებლებმა Soul Train-ის სახელწოდებით არაერთი ტურნე და შოუ ჩაატარეს ევროპის მასშტაბით, სადაც ისინი არა უბრალოდ ქავერებს, არამედ ძველი ჰიტების იმპროვიზაციულ ვერსიებს ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა. გადაცემამ გარდამტეხი როლი შეასრულა სოულის, ფანკის, R&B-ის და დისკო კულტურის გლობალურ პოპულარიზაციაში. სწორედ ამ გადაცემის სცენაზე იქმნებოდა ეპოქის მთავარი მუსიკალური ტრენდები ისეთი არტისტების შესრულებით, როგორებიც იყვნენ სტივი უანდერი, Earth, Wind & Fire, მარვინ გეი, არეტა ფრანკლინი და სხვა ვარსკვლავები.

მუსიკალურმა კოლექტივმა ერთობლივ პროექტს Soul Train სწორედ ამ ეპოქის ჟღერადობის, ჟანრობრივი სტილისტიკის და ენერგიის პატივსაცემად დაარქვა. 

9 ოქტომბერს Tatuza Jazz Club-ში დაგეგმილ მუსიკალურ საღამოზე კარი გაიღება 21:00 საათზე, ხოლო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება. დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ბმულზე – tkt.ge/tatuza.

TBC Concept-ის VISA ბარათისა და VISA Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ღონისძიების პარტნიორია Eastern Promotions. 

მეტი დეტალისათვის ეწვიეთ Tatuza Jazz Club-ის სოციალური მედიის ოფიციალურ არხს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

TAHA თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე: სიტყვა, როგორც იარაღი

შემდეგი სტატია

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა  BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი