ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა  BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინა

BIAFF-ის 20 წლის იუბილე ზღვისპირა ქალაქის მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის, BIAFF-ის მე-20 გამოცემა დასრულდა. რვა დღის განმავლობაში ფესტივალის პროგრამამ მაყურებელს თითქმის 100 ფილმი შესთავაზა.

წელს საკონკურსო პროგრამაში 10 სრულმეტრაჟიანი და 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარდგენილი. ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟიურიმ კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა.

ფესტივალის მთავარი ჯილდო, გრან პრი, ლენს ჰამერის ბრიტანულმა ფილმმა „დედოფალი ზღვასთან“ მოიპოვა. კინოფესტივალის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ლევან კოღუაშვილს გადაეცა, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში კი ფილმის „გურია“ მთავარი როლის შემსრულებელმა კახა ჭოლაძემ გაიმარჯვა.  ჟიურიმ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მთავარი პრიზი ბრიტანელ მსახიობს ანა კეპლერ მარშალს გადასცა, რომელმაც მთავარი როლი გრან პრით დაჯილდოებულ ფილმში „დედოფალი ზღვასთან“ შეასრულა.  სპეციალური აღნიშნვით გიორგი გიგაური დაჯილდოვდა გიორგი ოვაშვილის  ფილმში „მთვარე მამაა ჩემი.”

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის მთავარი პრიზი ფილმს  „მწველი სურნელის ჩურჩული“   (სომალი/ავსტრია/გერმანია, 2026) გადაეცა.  სპეციალური აღნიშვნით  მარიამ ხაჭვანი – „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ (საქართველო), დალია კელეში – „გრავიტაცია“ (თურქეთი) და კამილა საგინტკა – „რა ჩაიდინე, ზარინა?!“ (ყაზახეთი) დაჯილდოვდა.

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზი განსაკუთრებული სამსახიობო ანსამბლისთვის ლევან კოღუაშვილის ფილმს „გურია“ გადასცა. სპეციალური აღნიშვნა კი გიორგი ოვაშვილის ფილმმა  “მთვარე მამაა ჩემი” დაიმსახურა.

ახალგაზრდული ჟიურის რჩეული კი  რაფაელ მანუელის ფილმი „ფილიპინიანა”(სინგაპური / დიდი ბრიტანეთი / ფილიპინები / საფრანგეთი) გახდა, რომელსაც გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზი გადაეცა. ახალგაზრდული ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მიიღო გიორგი ოვაშვილის ფილმმა “მთვარე მამაა ჩემი”. 

გიორგი ოვაშვილი ფესტივალზე ასევე დაჯილდოვდა რეზო ჩხეიძის სახელობის პრიზით ფილმის „მთვარე მამაა ჩემი” საუკეთესო რეჟისურისთვის. 

ფესტივალის ძირითადი პროგრამა Cavea Grand Mall-ში იყო წარმოდგენილი, გალა-ჩვენებებსა და მთავარ საზეიმო ღონისძიებებს კი ბათუმის დრამატული თეატრი მასპინძლობდა. სწორედ აქ გაიმართა BIAFF-ის დახურვის ცერემონია, რომელსაც აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

BIAFF-ის წლევანდელი პროგრამა მხოლოდ საკონკურსო ჩვენებებით არ შემოფარგლულა. ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ღია ცის ქვეშ გამართული კინოჩვენებები იყო, მათ შორის „ივერია ბიჩზე“ და ევროპის მოედანზე, რომლებმაც კინო ბათუმის საჯარო სივრცეებში გადაიტანა.

ფესტივალის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. 

BIAFF-ის 20-წლიანმა ისტორიამ ფესტივალი ბათუმის კულტურული კალენდრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად აქცია. საიუბილეო გამოცემამ კი კიდევ ერთხელ გააერთიანა საერთაშორისო კინო, ქართველი ავტორები და მაყურებელი ქალაქის სხვადასხვა სივრცეში.

ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ბათუმის მერია, „ქართული ფილმი“, საქართველოს ეროვნული არქივი და იტალიის საელჩო საქართველოში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

შემდეგი სტატია

ჯაზისა და ღვინის ფესტივალი კახეთში – მუსიკისა და ღვინის ათწლიანი ისტორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფილ კოლინზი სცენაზე სიტყვით გამოდის 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, 14 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater.

ფილ კოლინზმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეკრებილ პუბლიკას მიმართა: „ჩემზე ჯერ ყველაფერი არ გსმენიათ“

14 ნოემბერს ფილ კოლინზი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სოლო არტისტის სტატუსით წარადგინეს. სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას კი მუსიკოსმა აღნიშნა, რომ…
მეტი
სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი