ჰილარი დაფი საშობაო EP-ის აანონსებს, რომელშიც მისი სამი საავტორო სიმღერაც შევა

EP ასევე მოიცავს Last Christmas-ის განახლებულ ვერსიას.
ჰილარი დაფი Atlantic Records
ჰილარი დაფი
Atlantic Records

მომღერალმა და მსახიობმა ჰილარი დაფმა 21 ოქტომბერს საკუთარი საშობაო EP-ის გამოშვება დააანონსა, რომელშიც მისი სამი საავტორო სიმღერაც შევა. 

EP, სახელწოდებით Holiday Things, 23 ოქტომბერს გამოვა. მასში ასევე შევა სიმღერის Have Yourself a Merry Little Christmas ქავერ-ვერსია და Wham!-ის ცნობილი საშობაო ჰიტის – Last Christmas-ის განახლებული ვერსია. 

EP ასევე მოიცავს არტისტის სამ ახალ საავტორო სიმღერას: All You Want for Christmas Is Me –  მერაია ქერის საკულტო ჰიტის – All I Want for Christmas Is You-ს პაროდიას, ეს უკანასკნელი Billboard Hot 100-ის ჩარტში 22 კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა. დანარჩენი ორი ახალი სიმღერაა: I Want (A Few Small Things) და I Guess It’s Christmas. 

„ვფიქრობ, შობა ნაადრევად მოვიდა… Holiday Things თქვენია ამ პარასკევს, 23 ოქტომბერს.“ – დაწერა ჰილარი დაფმა ინსტაგრამზე.

ახალი პროექტი ჰილარი დაფის მუსიკალური კარიერის ბოლო პერიოდის ერთგვარი გაგრძელებაა. გასული წლის განმავლობაში მომღერალი მუსიკალურ სცენას აქტიურად დაუბრუნდა. ათწლიანი პაუზის შემდეგ გამოცემული მისი ალბომი Luck … or Something Billboard 200-ის ჩარტში მე-3 ადგილზე გავიდა და საფუძველი ჩაუყარა ალბომის მხარდმჭერ მიმდინარე საკონცერტო ტურნეს – Lucky Me Arena Tour. ცოტა ხნის წინ ჰილარი დაფმა ტურნეს დამატებითი თარიღებიც დააანონსა, რის შედეგადაც კონცერტები 2027 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. 

„როცა ამ პერიოდზე ვფიქრობ, ვხვდები, თუ რამხელა ძალისხმევის მოკრება დამჭირდა. რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი თავად გადავდგი, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გამოდის, რომ ამ პროცესში სხვებიც აქტიურად ერთვებიან. ზუსტად არც კი ვიცი, რატომ ხდება ასე, თუმცა ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერს ვხედავ, თავად განვიცდი და ვგრძნობ იმ ემოციებს, რომელთა მცირე ნაწილიც უკვე გამოვცადე. ცხადია, ეს ყველაფერი ჩემში ადრეც იყო, მაგრამ ახლა სრულიად განსხვავებული ადამიანი ვარ. ამიტომ მართლაც ჯადოსნური შეგრძნებაა, რომ ამ ყველაფერს ხელახლა ვუბრუნდები“, – განუცხადა ჰილარი დაფმა ცოტა ხნის წინ Billboard-ს.

Luck … or Something-ის შემდეგ ჰილარი დაფმა ძველი ჰიტების ხელახალი ჩანაწერებისგან შემდგარი EP გამოუშვა სახელწოდებით (Mine). კრებულში 2000-იანი წლების ისეთი პოპულარული სიმღერების ახალი ვერსიები შევიდა, როგორებიცაა Come Clean, What Dreams Are Made Of, Wake Up და So Yesterday. ეს კომპოზიციები სხვადასხვა დროს Billboard Hot 100-ის ჩარტშიც მოხვდა. 

ჰილარი დაფის ბოლო რელიზი სიმღერა CATastrophe-ია, რომელიც ფილმ Cat in the Hat-ისთვის შეიქმნა.

10 ნოემბერს ჰილარი დაფი Billboard Live Music Summit-ში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე Billboard მას წლის გამორჩეული პოპ-ტურნესთვის სპეციალურ ჯილდოს – Outstanding Pop Tour of the Year-ს გადასცემს.

ნახეთ ჰილარი დაფის საშობაო EP-ის ანონსი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

შემდეგი სტატია

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი