რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
The Prodigy
GIE KNAEPS/GETTY IMAGES

1997 წელს ალტერნატიული როკი უცნაურ ადგილზე აღმოჩნდა, როცა გრანჟის ეპოქა უკვე დაწყებული და დასრულებული იყო და ჟანრს არანაირი მკაფიო მიმართულება აღარ გააჩნდა, რომელიც მას საუკუნის დასასრულს პოპმუსიკასა და ჰიპ-ჰოპთან კომერციული და კულტურული კონკურენციის საშუალებას მისცემდა. ერთ-ერთი შესაძლო გზა Big Beat-ის სახით გამოჩნდა – ელექტრონული მუსიკის ენერგიული და მძიმე ჟღერადობის ქვეჟანრის, რომელიც ჰიპ-ჰოპისა და როკის ელემენტებს იყენებდა. მისი მუსიკა თავისუფლად ერგებოდა რადიოსადგურებსა და MTV-ის პლეილისტებს, სადაც Sublime-ისა და Smashing Pumpkins-ის სიმღერებიც ჟღერდა. ამ პერიოდის უდიდესი წარმომადგენელი კი, უდავოდ, The Prodigy იყო იყო – ოთხი ბრიტანელი მუსიკოსისგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებიც რეივის ერას გადაურჩნენ და სცენაზე დაბრუნდნენ შთამბეჭდავი პროდიუსინგით, ფეთქებადი რიტმებით, გამომწვევი ტექსტებით, გამორჩეული ვიდეოკლიპებითა და იმ მასშტაბის ვარსკვლავური პოპულარობით, როგორიც მანამდე იშვიათად ენახათ.

ამ თვეში პოდკასტი Greatest Pop Stars კვლავ გვთავაზობს რეგულარული სერიის,  Vintage Pop Stardom-ის სპეციალურ მინისერიას, სახელწოდებით Vintage Almost-Pop Stardom. მთელი ოქტომბრის განმავლობაში პოდკასტის წამყვანები და სტუმრები განიხილავენ ხუთ საინტერესო შემსრულებელს იმ წლების კონტექსტში, როცა ისინი პოპვარსკვლავობას მიუახლოვდნენ, თუმცა შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიეს მას, ყოველ შემთხვევაში – აშშ-ში. ამ კვირის სტუმარია ლეგენდარული ტომ ბრეიჰანი გამოცემა Stereogum-იდან, რომელიც 1997 წლის The Prodigy-ს განიხილავს, როცა ჯგუფი ოკეანის ორივე მხარეს მცირე ხნით ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, MTV დაიპყრო და ჟურნალისტებს როკის მომავალზე პროგნოზების გაკეთებისკენ უბიძგა.

პოდკასტში მოისმენთ პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე The Prodigy-ს 1997 წლის გარშემო: იყო თუ არა უცნაური, რომ ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი ამავდროულად ყველაზე ნაკლებ ჩანდა ასპარეზზე? იმსახურებდა თუ არა ჯგუფის პირველი ალბომი მეტ ყურადღებას აშშ-ში? როგორ აქცია სიმღერამ Firestarter ჯგუფი ვიდეოკლიპების ვარსკვლავად? იყო თუ არა Breathe რეალურად Firestarter-ზე უკეთესი? და რაც მთავარია, რატომ გაქრა როგორც The Prodigy, ისე ბიგ-ბიტი ამ წარმატებიდან თითქმის მაშინვე?

მოუსმინეთ პოდკასტს ბმულზე და გაეცანით „იუთუბის” პლეილისტს, სადაც თავმოყრილია The Prodigy-ს 1997 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰილარი დაფი Atlantic Records

ჰილარი დაფი საშობაო EP-ის აანონსებს, რომელშიც მისი სამი საავტორო სიმღერაც შევა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი