კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი 2013 წლის მეტ გალაზე
DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

უკვე 13 წელია, კიმ კარდაშიანი „მეტ გალას” ერთ-ერთი მუდმივი სტუმარია. თუმცა, როგორც გამოცემა The Cut-ის ახალ სტატიაში ვკითხულობთ, მანამდე, სანამ 2013 წელს მოდის სამყაროს ყველაზე პრესტიჟულ წითელ ხალიჩაზე გავლის შესაძლებლობას მიიღებდა, ის ღონისძიების მკაცრ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. საბოლოოდ კი რეალითი შოუს ვარსკვლავს შანსი ყოფილი მეუღლის, კანიე უესტის წყალობით მიეცა. 

სტატიის მიხედვით, 2012 წელს Ye-მ მაშინდელი ახალი შეყვარებულის, კიმ კარდაშიანის ღონისძიებაზე შეყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის შესახებ ჯონათან ვან მეტერი წერს, რომლის ბიოგრაფიული წიგნის Citizen Kim: The Woman Who Created the Future ნაწყვეტიც The Cut-ში გამოქვეყნდა. წიგნი 27 ოქტომბერს გამოდის. ვან მეტერი იხსენებს, რომ „ვოგის” ოფისში შეხვედრებს ესწრებოდა, როდესაც ჟურნალის ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეტ გალას” ხელმძღვანელი ანა ვინტური კარდაშიანების ხსენებისას „თვალებს ატრიალებდა.”

და მიუხედავად იმისა, რომ კანიე 2013 წლის „მეტ გალას” გამომსვლელად იყო მიწვეული, კარდაშიანი ვინტურისთვის მაინც არასასურველ სტუმრად რჩებოდა და არც ღონისძიების ოფიციალური მოსაწვევი მიუღია. თუმცა ვინტურმა მას რეპერის თანმხლები სტუმრის სტატუსით დასწრების უფლება მისცა. კარდაშიანი კი, რომელიც იმ დროს 8 თვის ორსული იყო წყვილის პირველ შვილზე, ღონისიებაზე ჟივანშის ტანზე მომდგარი, ყვავილებიანი კაბით მივიდა, რომელსაც შესაფერისი ხელთათმანები და ფეხსაცმელები ავსებდა. მისი ჩაცმულობა იმდენად გამორჩეული იყო, რომ, ვან მეტერის თქმით, ერთ-ერთმა მოდის კრიტიკოსმა ისიც კი დაწერა, თითქოს კიმს „დივანივით ჰქონდა ქსოვილი გადაკრული.”

ისევე როგორც მისმა არაერთმა სხვა ნაბიჯმა, კარდაშიანის „მეტ გალაზე”  გამოჩენამაც მედიის უზარმაზარი ყურადღება მიიპყრო და ვან მეტერის თანახმად, სოციალურ ქსელებში ღონისძიების ისტორიაში ყველაზე მეტი ხსენება დაუგროვდა. „მაშინ, როცა სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლები კაბას მოდის შეცდომად მიიჩნევდნენ და კიმის დაცინვის კიდევ ერთ მიზეზად იყენებდნენ, მოდის სამყაროს ბევრ წარმომადგენელს მისი გაბედულება ხიბლავდა. მან ისეთი სარისკო სამოსი მოირგო, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის შესაძლო, მოძველებულ სტილს თანამედროვე და პროვოკაციულ ინტერპრეტაციას სძენდა“, – წერს ვან მეტერი.

მიუხედავად იმისა, რომ ვინტური თავდაპირველად კარდაშიანს ზემოდან უყურებდა, ვან მეტერის თქმით, იმ წარმოუდგენელი ყურადღების წყალობით, რომელიც მის გამოჩენას მოჰყვა მაშინ, როცა მოდა და მედია მუდმივად იცვლებოდა, ხოლო კიმის სოციალური ქსელების აუდიტორია იქამდე არნახულ მასშტაბებს უახლოვდებოდა, მისი ღონისძიებაზე ყოველწლიურად მოწვევა უკვე ბუნებრივი გადაწყვეტილება გახდა.

 „მოდის სამყარომ ის მანამდე არ მიიღო, სანამ „მეტ გალაზე” კანიესთან ერთად არ მივიდა. კანიემ ანა ვინტურს დაურეკა. ეს მთლიანად მისი დამსახურება იყო, რადგან მან დაინახა კიმში ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ,” – ამბობს კარდაშიანის მეგობარი ტრეისი რომულუსი. „მას კიმის სჯეროდა. ხედავდა მის სილამაზესა და ელეგანტურობას… ის ამბობდა: ‘არა, ის უბრალოდ რეალითი შოუს ვარსკვლავი არ არის. ის ლამაზი, საოცარი და აქტუალურია. ყველა დიზაინერი უნდა აცვამდეს მას.’ მან კიმისთვის ამ ღონისძიებაზე ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლა“.

კანიე და კიმ კარდაშიანი 2014 წელს დაქორწინდნენ და 2022 წელს განქორწინდნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. „მეტ გალაზე” კიმის დებიუტის შემდეგ ღონისძიებას უკვე მისი დები და დედაც ესწრებოდნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

შემდეგი სტატია

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი