40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
დრეიკი 23 ოქტომბერს ნიუ-იორკში
XNY/STAR MAX/GC IMAGES

24 ოქტომბერს დრეიკი 40 წლის გახდა. დაბადების დღეზე კი მან სოციალურ ქსელში თავის ბავშვობას პატივი მიაგო და გულშემატკივრებს თბილი, პირადი მოგონებები გაუზიარა. „გიღებ ისეთს, როგორიც ხარ“, – დაწერა მან ინსტაგრამზე. ერთი დღით ადრე კი ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ის მანქანაზე ზის და წიგნს ეხუტება, სახელწოდებით My Teacher Fried My Brains.

იუბილეს აღსანიშნავად დრეიკმა ბევრი სხვა ვარსკვლავისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო – ის სცენაზე ჯგუფ Backstreet Boys-თან ერთად წარდგა და თავისი ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი პოპჰიტი I Want It That Way შეასრულა.

I Want It That Way-ს სუპერფანმა დაბადების დღის წინა საღამოს ოცნება აისრულა, ერთი დღით ჯგუფის დამატებით წევრად იქცა და მთელი გულით შეასრულა 1999 წლის ჰიტი. სიმღერა Backstreet Boys-ის ხუთ ყველაზე წარმატებულ ჰიტს შორისაა. 1999 წელს მან Billboard Hot 100-ში მეექვსე ადგილი დაიკავა. მისი გამოსვლისას დრეიკი 13 წლის იყო.

სიმღერის შუაში ჯგუფის წევრმა ჰაუი დოროუმ დრეიკის ცნობილი ჰიტის, Hold On, We’re Going Home-ის ფრაზაც ჩართო. მოულოდნელ დაბადების დღის შესრულებაში, ჰაუისთან ერთად, ჯგუფის სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ: ნიკ კარტერი, ბრაიან ლიტრელი, ეიჯი მაკლინი და კევინ რიჩარდსონი. დრეიკმა სიმღერა ბოლო ფრაზის შესრულებით დაასრულა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, რეპერის დაბადების დღის წვეულება ნიუ-იორკში, Casa Cipriani-ში გაიმართა.

„დღევანდელი საღამო არც ტურნეს ეძღვნება, არც ალბომის გამოშვებას და არც იმ უამრავ ვიდეოს, რომელიც გადავიღეთ. ეს საღამო სიცოცხლესა და ცოცხლად დარჩენას ეძღვნება“, – უთხრა დრეიკმა წვეულების სტუმრებს.

წარსულში დრეიკს ნათქვამი აქვს, რომ I Want It That Way ისეთ გრძნობას უჩენდა, თითქოს პირველად აღიარეს და პირველად ჰქონდა განცდა, რომ შეიძლება პოპულარული გამხდარიყო. მისი თქმით, Millennium-ის ალბომში შესული ეს კომპოზიცია ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სიმღერაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Propaganda – სოფო ბათილაშვილი ახალ სიმღერას და მასზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი

როგორ ჟღერდა 1998 წელი? თვალი გადავავლოთ წელს, რომელმაც პოპმუსიკა შეცვალა

ჰიპ-ჰოპის მზარდი გავლენიდან ბიჭების მუსიკალური ჯგუფების ბუმამდე – 1998 წელი მუსიკალური გარდაქმნების პერიოდი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი ათასწლეულის მუსიკალურ ჟღერადობას.
მეტი