რიანამ Fenty Beauty-ს ღონისძიებაზე A$AP Rocky-ზე და შვილებზე ისაუბრა. Fenty Beauty-ს ღონისძიებაზე გამოცემა The Cut-თან საუბრისას რიანამ ხუმრობით აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი პროდუქტებს მუდმივად ჰპარავს. როდესაც ჰკითხეს, მისი ბრენდის რომელ პროდუქტს იყენებს რეპერი ყველაზე ხშირად, მომღერალმა უპასუხა: „როცა საშხაპეში შევდივარ, ჩემი ტანის გელი – კერძოდ, ვანილის ყვავილების არომატით – ყოველ ჯერზე თითქმის მეოთხედით იცლება.“
„ზუსტად ვიცი, სად იდგა ბოთლი და ახლა, რატომღაც, უკვე ცარიელია,“ – ამბობს რიანა 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამავე ღონისძიებაზე მომღერალმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისთვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
რიანამ ეს თემა სრულიად სხვა რაკურსით შემოატრიალა: „პირიქით, მოუთმენლად ველი, როცა როკი გამიზიარებს თავის სილამაზის და თავის მოვლის რუტინას. ის ნამდვილი კანის ქალღმერთია. მისი კანი იდეალურია – ელასტიურობა, მუდამ დატენიანებული და სრულყოფილი ფერი. სწორედ ეს არის ის, რისკენაც ყველა მივისწრაფით“.
ინტერვიუ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც Fenty 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ზუსტად ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა თავისი ბიზნესი ტონალური კრემების ხაზით დაიწყო, რომელსაც იმ დროისთვის გამორჩეულად მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა ჰქონდა.
რიანამ თავისი ბოლო ალბომი, სახელწოდებით Anti 2016 წელს გამოუშვა. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ის მთლიანად სილამაზისა და თავის მოვლის ბრენდის იმპერიის მშენებლობით იყო დაკავებული. მიუხედავად ამისა, ფანები რიანას მუსიკალურ სცენაზე აქტიურად დაბრუნებას კვლავაც ელიან. ცოტა ხნის წინ კი A$AP Rocky-მ ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ მისი პარტნიორი სტუდიაში მუშაობას აგრძელებს.