Tatuza Jazz Club ნოემბრის პროგრამას აანონსებს. ამჯერად თვის რეზიდენტი ბენდი ერიკ პერსონის კვარტეტი იქნება, რომელიც ნოემბრის განმავლობაში ქართველ მსმენელს 14 კონცერტს შესთავაზებს.
ერიკ პერსონი ცნობილი საქსოფონისტი და კომპოზიტორია, რომლის კარიერა უკვე ოთხ ათწლეულზე მეტს ითვლის. გამოცემული აქვს 13 ალბომი, მათ შორისაა მისი უახლესი ნამუშევარი – 2026 წელს გამოსული Extra Pressure – 25th Anniversary Edition.
რეზიდენტი ბენდის გარდა, ჯაზკლუბის სტუმრებს, ტრადიციულად, შესაძლებლობა აქვთ მოუსმინონ ქართველ და უცხოელ არტისტებსაც. მომდევნო თვეში „თათუზას” სცენაზე ასევე წარდგებიან: ჰაიკ გრიგორიანი, მარიამ გალოგრეს კვარტეტი, ზურა რამიშვილი და ჩაინა მოზესი.
ჯამში ნოემბერში Tatuza Jazz Club 18 საღამოს უმასპინძლებს.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.