შონ მენდესი ღაზაზე ღიად საუბრობს: „ჩვენ თვალწინ გენოციდი ხდება“

„პალესტინელი ბავშვები და ოჯახები უკვე ძალიან დიდი ხანია, იტანჯებიან,” – დაწერა მომღერალმა.
შონ მენდესი
MIKE COPPOLA/GETTY IMAGES FOR MTV

შონ მენდესმა საჯაროდ პირველად ისაუბრა ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე.

პოპმომღერალმა ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, ინსტაგრამზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც იწყება სიტყვებით: „თავისუფლება პალესტინას.“

„ჩვენ თვალწინ გენოციდი ხდება,” – დაწერა მან. „ღაზაში უაზრო მკვლელობები უნდა შეწყდეს. პალესტინელი ბავშვები და ოჯახები უკვე ძალიან დიდი ხანია, იტანჯებიან და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.” 

მუსიკოსმა ასევე განმარტა, რომ ბოლო პერიოდში ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს და უკეთ გაერკვეს არსებულ ვითარებაში, რათა გაიგოს, სად და როგორ შეუძლია ცვლილებების მოხდენა. მან ყველას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ისეთ ორგანიზაციებს, როგორებბიცაა: Palestine Children’s Relief Fund, Watermelon Pictures და Woven Futures Fund. მან კოლეგებსაც მიმართა და აღიარა, თუ რამდენად შიშის მომგვრელი შეიძლება იყოს პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება. 

„ამას ახლაც ვგრძნობ, როცა ამ სიტყვებს ვწერ,” – აღნიშნა მან. „თუმცა, ამავდროულად, ვგრძნობ, რომ დასახმარებლად რაღაც უნდა გავაკეთო. რაც უფრო მეტი ჩვენგანი გამოიყენებს საკუთარ ხმას, მით უფრო ახლოს ვიქნებით ცვლილებებთან. თუ ჩემს პოზიციას ეთანხმებით, გთხოვთ, საკუთარ გულს მოუსმინოთ, გამბედაობა მოიკრიბოთ და დახმარებისთვის ყველაფერი გააკეთოთ, რაც კი შეგიძლიათ. ამ პალესტინელ ბავშვებს უკვე ძალიან დიდი ხანია, გამბედაობის გამოჩენა უწევთ. ახლა ჩვენი ჯერია, იგივე გავაკეთოთ“.

Billboard Hot 100-ის ლიდერმა მომღერალმა განცხადება შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „მოდი, ნორმად ვაქციოთ საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება და იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც ჩაგვრისგან იტანჯებიან“.

მენდესი იმ ცნობილი ადამიანების მზარდ ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც პალესტინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატეს. Associated Press-ის თანახმად, ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს მონაცემებს, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად, სამი წლის განმავლობაში 74 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმას 1200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. 2025 წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, თუმცა „როიტერის” ისინფორმაციით, ისრაელმა „ჰამასზე“ იერიშები გააგრძელა. განახლებულ თავდასხმებს კი დამატებით 1600 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაერომ ისრაელის ქმედებები პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა, თუმცა ისრაელი და მისი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, ამ შეფასებას უარყოფენ. ცნობილი არტისტები, როგორებიც არიან ოლივია როდრიგო, სიუზან სარანდონი, მარკ რუფალო და დუა ლიპა, კვლავ აქტიურად ავრცელებენ მოწოდებებს ღაზაში პალესტინელების მკვლელობების შეწყვეტის შესახებ. ამასობაში, მაკლემორმა Free Palestine Tour-ის ფარგლებში სამი კონცერტი დააანონსა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული არტისტები, მათ შორის ჰოზიერი და Kneecap.

ნახეთ შონ მენდესის განცხადება:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

შემდეგი სტატია

The Weeknd - Hong Kong Evan Larsen/YouTube

The Weeknd-მა სიმღერისთვის Hong Kong  შთამბეჭდავი ვიდეოკლიპი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd - Hong Kong Evan Larsen/YouTube

The Weeknd-მა სიმღერისთვის Hong Kong  შთამბეჭდავი ვიდეოკლიპი გამოუშვა

ვიდეოში აბელი (The Weeknd) კარაოკეს მღერის და ჰონგ-კონგის ქუჩებში საკუთარ ფიქრებში ჩაძირული სეირნობს. კლიპში Cantopop-ის ლეგენდა ფეი ვონგი და ჩინელი სუპერმოდელი მინგ სი მონაწილეობენ.
მეტი
Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი