The Weeknd-მა სიმღერისთვის Hong Kong  შთამბეჭდავი ვიდეოკლიპი გამოუშვა

ვიდეოში აბელი (The Weeknd) კარაოკეს მღერის და ჰონგ-კონგის ქუჩებში საკუთარ ფიქრებში ჩაძირული სეირნობს. კლიპში Cantopop-ის ლეგენდა ფეი ვონგი და ჩინელი სუპერმოდელი მინგ სი მონაწილეობენ.
The Weeknd - Hong Kong Evan Larsen/YouTube
The Weeknd – Hong Kong
Evan Larsen/YouTube

12 ნოემბერს The Weeknd-მა ახალი სინგლის, Hong Kong-ის მელანქოლიური ვიდეოკლიპი გამოუშვა. ევან ლარსენის რეჟისორობით შექმნილი ნამუშევარი მაყურებელს ჰონგ-კონგის ყოველდღიურ ცხოვრებაში ამოგზაურებს და ქალაქის დღის ხმაურიან ქუჩებსა და ღამის დინამიურ რიტმს აჩვენებს. ვიდეოკლიპს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს Cantopop-ის ლეგენდარული მომღერლის, ფეი ვონგის ვოკალური შესრულება. მასში ასევე მონაწილეობს ჩინელი სუპერმოდელი მინგ სი. 

კლიპი მონგ-კოკსა და ჰონგ-კონგის კუნძულზეა გადაღებული. ვიდეო ნავსადგურზე განთიადის კადრით იწყება, რა დროსაც მომღერალი ნაზი კლავიშებისა და მშვიდი რიტმის ფონზე მღერის. 

ხმაურიანი ბაზრის შემდეგ კადრში ბარში განმარტოებული მომღერალი ჩნდება, მაშინ, როცა მინგ სი ღამის გვირაბში სპორტული მანქანით მიქრის. მოგვიანებით აბელი კარაოკე-ბარში არშემდგარ სიყვარულზე მღერის, ფინალში კი კვლავ მარტო რჩება.

Hong Kong, რომელიც მომღერლის ახალი ნამუშევარია, პირველად 24 ოქტომბერს, ჰონგ-კონგის Kai Tak-ის სტადიონზე შესრულდა. სიმღერის ვიდეოს პრეზენტაცია დაგეგმილი ოთხი კონცერტიდან პირველ საღამოს სტადიონის დიდ ეკრანზე შედგა.

ოფიციალური რელიზის თანახმად, სიმღერამ ჩინეთის წამყვან მუსიკალურ სტრიმინგ-პლატფორმებზე უკვე არაერთი რეკორდი მოხსნა: მათ შორის სიმღერა NetEase Cloud Music-ზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცხოურ სიმღერებს შორის ყველაზე წარმატებული სადებიუტო ნამუშევარი გახდა. გარდა ამისა, სიმღერამ QQ Music-ზე დასავლელ მამაკაც არტისტებს შორის ისტორიაში საუკეთესო სადებიუტო შედეგი დააფიქსირა.

The Weeknd-მა თავისი რეკორდული ტურნე After Hours Til Dawn 5 ნოემბერს, მალაიზიაში, კუალა-ლუმპურის TM National სტადიონზე დაასრულა. ტურნეს ფარგლებში არტისტმა ხუთი კონტინენტის 30 ქვეყნის 67 ქალაქში 176 კონცერტი გამართა, შოუებზე  ჯამში 9 მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა და შემოსავალმა 1.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

ნახეთ Hong Kong-ის ვიდეოკლიპი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შონ მენდესი ღაზაზე ღიად საუბრობს: „ჩვენ თვალწინ გენოციდი ხდება“

შემდეგი სტატია

Billboard-ის ყოველკვირეული მუსიკალური გზამკვლევი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი