A$AP Rocky-სა და რიანას სამი წლის ვაჟი უკვე მოდის ჟურნალის ყდის ვარსკვლავია

რაიოტ როუზი ჟურნალ Arena HOMME+-ის გარეკანზეა.
რიანა ვაჟებთან ერთად
MICHAEL BUCKNER/VARIETY VIA GETTY IMAGES

A$AP Rocky-მ და რიანამ მოდის ინდუსტრიაში საკუთარი გავლენა არაერთხელ დაამტკიცეს და კარიერის განმავლობაში ასობით ჟურნალის გარეკანი დაამშვენეს. ახლა კი ჟურნალის ყდაზე მათი სამი წლის ვაჟიც გამოჩნდა. რაიოტ როუზი ჟურნალ Arena HOMME+-ის უახლესი ნომრის გარეკანზეა. 

ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი გარეკანი – რაიოტი ექვს სხვადასხვა ფოტოსესიაში გადაიღეს, სადაც მან მოდის შეგრძნებითა და განსხვავებული სტილით გამოიჩინა თავი.

ერთ ფოტოზე მას სკუნსის პრინტით გაფორმებული ბეწვის ქუდი ახურავს, მეორეზე მძივებიანი ყელსაბამი უკეთია, მესამე ფოტოში კი პატარა რაიოტი ელეგანტურ კოსტიუმსა და ქუდში პოზირებს. 

რიანამ ყველა გარეკანი საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და რაიოტს უკვე უამრავი ცნობილი გულშემატკივარი გაუჩნდა. ფოტოებზე კომპლიმენტები დაწერეს ტრეისი ელის როსმა, ბასტა რაიმსმა და DJ ხალედმა. „ის ამისთვის არის დაბადებული! მისი გამომეტყველება ყველაფერს ამბობს“, – დაწერა ჩიკაგოელმა რეპერმა Dreezy-მ.

როგორც ჩანს, ეს რაიოტის, როგორც პატარა მოდის ვარსკვლავის, კარიერის მხოლოდ დასაწყისია. ამ მხრივ ის უკვე ფლობს უპირატესობას უფროს ძმასა და უმცროს დაზე.

რაიოტი საზოგადოებაში პირველად აგვისტოში გამოჩნდა, როდესაც რიანამ სამივე შვილი მშობლიურ ბარბადოსში წაიყვანა. ოჯახმა მომღერლის სამშობლო მოინახულა, სადაც მისი სახელწოდების ქუჩა ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.  

„ერთი წუთით თავს ისევ ვესტბერის ბავშვად ვგრძნობ… მეორე წუთს კი უკვე საკუთარი შვილები მიმყავს Rihanna Drive-ზე“, – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე ბარბადოსში ყოფნის დროს. „გასაოცარია, როგორ ვითარდება ცხოვრება! დიდება კი ეკუთვნის და ყოველთვის ეკუთვნოდა ყოველისშემძლე შემოქმედს!!!” 

მიმდინარე წლის დასაწყისში რიანამ მინიშნება გააკეთა, რომ A$AP Rocky-სთან მეოთხე შვილზე ფიქრობს და ორსულობის თემაც აქტიურად აქვს გონებაში. „მოიცადე! ესე იგი, გიჟი არ ვარ?” დაუწერა მან მონტანა როუზ ბრაუნს, რომელიც კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე მსჯელობდა.

დაათვალიერეთ რაიოტ როუზის ექვსივე გარეკანი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ავრილ ლავინი 2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ლოს-ანჯელესი Michael Buckner/Billboard

ავრილ ლავინი დედა გახდა! მომღერალს პირველი შვილი შეეძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd - Hong Kong Evan Larsen/YouTube

The Weeknd-მა სიმღერისთვის Hong Kong  შთამბეჭდავი ვიდეოკლიპი გამოუშვა

ვიდეოში აბელი (The Weeknd) კარაოკეს მღერის და ჰონგ-კონგის ქუჩებში საკუთარ ფიქრებში ჩაძირული სეირნობს. კლიპში Cantopop-ის ლეგენდა ფეი ვონგი და ჩინელი სუპერმოდელი მინგ სი მონაწილეობენ.
მეტი
Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი