ავრილ ლავინი დედა გახდა! მომღერალს პირველი შვილი შეეძინა

„ჩვენი პატარა, შეუდარებელი პრინცესა დაიბადა“ – წერს მომღერალი ინსტაგრამზე.
ავრილ ლავინი 2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ლოს-ანჯელესი Michael Buckner/Billboard
ავრილ ლავინი 2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ლოს-ანჯელესი
Michael Buckner/Billboard

42 წლის მომღერალმა ავრილ ლავინმა  13 ნოემბერს გაამჟღავნა, რომ მას და მის პარტნიორს, რომლის ვინაობაც უცნობია,  საერთო შვილი შეეძინათ. ამ ამბავმა გულშემატკივრების გაოცება გამოიწვია, რადგან მათ  წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მომღერალი ბავშვს ელოდებოდა. 

Billboard Hot 100-ის ჩარტის ლიდერმა, რომელიც პირველად გახდა დედა, სასიხარულო ამბავი ინსტაგრამზე შავ-თეთრი ფოტოების სერიით გააზიარა.

პირველ ფოტოზე  მისი პატარა გოგონას ნაზი ხელი ჩანს, რომელსაც მამისა და ავრილ ლავინის ხელები უჭირავს. მეორე ფოტოზე პოპ-როკ ვაარსკვლავი პატარას გულში იკრავს. მესამე ფოტოზე სიმბოლურად სამი წყვილი Vans-ის ფეხსაცმელია გამოსახული, რომელიც, როგორც ცნობილია, ლავინისთვის სავიზიტო ბარათად ქცეული კედებია. ფეხსაცმელები ერთ რიგადაა ჩამწკრივებული, რომელთაგან ერთი, ბუნებრივია, სხვებზე საგრძნობლად პატარაა.

„ჩვენი პატარა, შეუდარებელი  პრინცესა დაიბადა“, –  დაწერა მომღერალმა ფოტოების აღწერაში. ამ სიტყვებით მან 2007 წლის სინგლის, Girlfriend-ის ტექსტზეც მიანიშნა, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ განცხადებამდე ავრილ ლავინს ინსტაგრამზე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაფერი გამოუქვეყნებია. ახლა კი გულშემატკივრებისთვის ცნობილი გახდა, რა ხდებოდა მომღერლის პირად ცხოვრებაში.  მიუხედავად იმისა, რომ არტისტმა შვილის დაბადების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარები გამორთო, გულშემატკივრებმა ემოციების გასაზიარებლად მისი მეორე, ყველაზე ბოლო პოსტის კომენტარებში გადაინაცვლეს, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამართული ფესტივალის When We Were Young ფოტო კოლაჟია. 

აშკარაა, რომ ავრილ ლავინს პირადი ცხოვრების საიდუმლოდ შენახვა შესანიშნავად გამოსდის. გულშემატკივრებისთვის უცნობი იყო არა მხოლოდ ის, რომ მომღერალი დედა ხდებოდა, არამედ ისიც, თუ ვინ არის მისი ამჟამინდელი პარტნიორი. გრემის ნომინანტი მომღერალი  2023 წელს რეპერ Tyga-სთან რომანის შემდეგ, საჯარო ურთიერთობაში არ ყოფილა. მანამდე კი მუსიკოსი Mod Sun-ზე იყო დანიშნული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard-ის ყოველკვირეული მუსიკალური გზამკვლევი

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-სა და რიანას სამი წლის ვაჟი უკვე მოდის ჟურნალის ყდის ვარსკვლავია

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd - Hong Kong Evan Larsen/YouTube

The Weeknd-მა სიმღერისთვის Hong Kong  შთამბეჭდავი ვიდეოკლიპი გამოუშვა

ვიდეოში აბელი (The Weeknd) კარაოკეს მღერის და ჰონგ-კონგის ქუჩებში საკუთარ ფიქრებში ჩაძირული სეირნობს. კლიპში Cantopop-ის ლეგენდა ფეი ვონგი და ჩინელი სუპერმოდელი მინგ სი მონაწილეობენ.
მეტი
Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი
სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი